დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ის ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შეყვარებაც ნაკლებად სასურველია, ამას მხოლოდ დეპრესიამდე მივყავართ.
1 . მორიელი – ალბათ არ გაგიკვირდათ, მაგრამ რატომ დეპრესია? პასუხი ასეთია – მორიელები იმდენად ეგოისტები და ეგოცენტრულები არიან, რომ მათთვის მთავარი თავიანთი თავია, განურჩევლად ურთიერთობისა.
თქვენ მუდმივად უარყოფილი იქნებით, არ გაგითვალისწინებენ, მოგიწევთ მათი სურვილების შესრულება და სავარაუდოდ ბოლოს მაინც დაგშორდებიან.
ამას დამატებული, მორიელები შარმიანი ხალხია და თუ შეგიყვარდათ, თავის დანებება ძალიან გაგიჭირდებათ – აი, ეს არის დეპრესიის მთავარი მიზეზი.
2 . თევზები – აქ პირიქითაა ყველაფერი. თუ მორიელები ეგოიზმით უჩენენ ხალხს დეპრესიას, თევზები დეპრესიითვე აკეთებენ ამას. იმდენად სევდიანი და დამწუხრებულები არიან, რომ არ შეიძლება, თქვენც არ გადაგედოთ.
წარმოიდგინეთ, თუ ადამიანი გიყვართ და მის გვერდით ხართ, თავისთავად მის მდგომარეობას იზიარებთ და პრობლემების დიდი ნაწილი თქვენზე გადმოდის. თევზების შემთხვევაში 90% ასეა, თუ არ გინდათ მსგავს ურთიერთობაში ყოფნა, თავი შორს დაიჭირეთ მათგან.
3 . ლომი – თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ ყველა ლომის შემთხვევაში ეს სიმართლე არ არის, მაგრამ უმეტესობა ზუსტად ასეთია (ეს პატარა ასაკის ლომებს არ ეხებათ).
როგორც ვიცით, ძალიან ეხერხებათ ბიზნესი და კარიერული ცხოვრებით ცხოვრობენ. შედეგად, მათ პარტნიორებს ყურადღება აკლდებათ და როდესაც ადამიანისგან, რომელიც გიყვარს, ყურადღება გაკლია (ან საერთოდ ვერ იღებ), დეპრესიაც გარანტირებულია.