ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე ცხოვრების მიმართ სხვადასხვა მოლოდინები გააჩნიათ. ზოგიერთი თუ მცირედით კმაყოფილდება, ვიღაც გამუდმებით დაეძებს უკეთესს და მჯობნის-მჯობნს. არსებობს ზოდიაქოს ნიშნების კლასიფიკაცია, ანუ ის ხალხი, რომელიც ყველაზე ხშირადაა უკმაყოფილო ყველაფრით.
კირჩხიბი – სენსიტიური და მორცხვი კირჩხიბი, ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში დაეძებს მეგობრულ და ოჯახურ გარემოს. ეს მის პროფესიულ სფეროზეც ვრცელდება. არადა მოგეხსენებათ, რომ კარიერული გზა ია-ვარდებით იშვიათადაა მოფენილი. კირჩხიბი მთვარის შვილია, მისი განწყობის ცვალებადობაზე ესეც ახდენს გავლენას. ამ ადამიანებს უყვართ წუწუნი და თავის შეცოდება. თუმცა, ცუდი განწყობა მალე ეცვლებათ ხოლმე პოზიტიურით.
ქალწული – ზოდიაქოს ყველაზე პრეტენზიული ნიშანია. დაკვირვებული და თავიდან-ფეხებამდე რეალისტი ქალწული ვერ ეგუება სამყაროს არაიდეალურობას. ის დიდი დოზით პერფექციონისტია, ამიტომ მუდმივად ბუზღუნებს როცა ხედავს, რომ ადამიანები და სიტუაციები მის მოლოდინს არ შეესაბამებიან. მისთვის დამახასიათებელია მაქსიმალიზმი. ის მაქსიმუმს გასცემს ყოველთვის, მაგრამ შედეგიც ადეკვატური სჭირდება და მისი მოთხოვნებიც მაღალ სტანდარტებს შეესაბამება.
თხის რქა – პესიმისტი და ბუზღუნაა. ამასთანავე სკეპტიკოსი. თხის რქები მოწესრიგებული და მშრომელი ადამიანები არიან, თუმცა მათ უმეტესობას აკლია ერთი უმთავრესი რამ ცხოვრებაში – მომავლის იმედი. თხის რქა ზედმეტად რეალისტურად აღიქვამს სამყაროს, არასოდეს სჯერა სასწაულების და ღიზიანდება ხალხით ვინც “ვარდისფერი სათვალეებით” უყურებს ცხოვრებას. აქედან გამომდინარე ის საზოგადოებაში ხშირად პირქუშ, პესიმისტ და უკმაყოფილო ტიპად მიიჩნევა.