ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან. შესაბამისად, ფსიქოლოგიური მახასიათებლებიც და ფასეულობათა სისტემაც განსხვავებული გააჩნია ნებისმიერი მათგანს. ამიტომ, ღალატის თემას ყველა სხვადასხვაგვარად უყურებს. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს გააჩნია კონკრეტულად “მისეული” მოტივაცია საღალატოდ…
ვერძი ხშირად შურისძიების გამო, იმპულსურად ღალატობს.
კუროს ბევრი ფიქრი სჭირდება, მაგრამ თუ სექსუალურად იზიდავს ვინმე აუცილებლად მიდის ღალატზე.
ტყუპების დიდი ნაწილი მხოლოდ “ვერბალურად” ღალატს ახერხებს, საქმეზე გადასვლა უძნელდება.
კირჩხიბი ოსტატურად ღალატობს, ისე, რომ ცოლს ან ქმარს მის ღალატში გაუჭირდება ეჭვის აღება.
ლომი დემონსტრაციული მოღალატეა. როგორც წესი, ასე სჯის ხოლმე იგი უვარგის თაყვანისმცემლებს.
ქალწული ძნელად მიდის ღალატზე, თუმცა საკმაოდ რაციონალურია საიმისოდ, რომ მოახდინოს ამის აფიშირება.
სასწორი ხათრიანია, ხშირად შემთხვევითი კავშირების მსხვერპლი ხდება.
მორიელი მხოლოდ ორ შემთხვევაში ღალატობს, თუკი სამაგიეროს უხდის და თუკი ძალიან იზიდავს ახალი საკბილო სექსუალურად.
მშვილდოსანისთვის ღალატი ჩვეულებრივი თემაა. როგორც წესი, უკეთესის ძიებაში “შემოეღალატება” ხოლმე.
თხის რქა გამორჩეულად ერთგულია. იშვიათად ღალატობს და თანაც მხოლოდ სამსახურეობრივად.
მერწყული მარტივად გადადის ერთი პარტნიორიდან მეორეზე ისე, რომ ამას ღალატის ფაქტად არ განიხილავს. მეტიც, ძალიან მოსწონს ყოფილთან მეგობრობა.
თევზები სიბრალულის და თანაგრძნობის გამო ღალატობს ხოლმე.