როგორც ამბობენ – იდეალური ქალი, არ არსებობს. მაგრამ არსებობენ გამორჩეული ნიჭის მფლობელი ქალები.
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგვიძლიათ ისინი დავაჯგუფოთ და გაკვირვებულიც კი დარჩებით, თუ რამდენად ზუსტად მოგერგებათ თქვენი კატეგორიის თვისებები…
კურო, კირჩხიბი და სასწორი – სამზარეულოს დედოფლები. ისინი ამზადებენ საუკეთესო კერძებს, აქვთ თანდაყოლილი ნიჭი კულინარიაში და არასდროს გაგაწბილებენ როცა სადილის დრო მოვა.
მორიელის, ვერძის, ტყუპისა და მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანები საძინებლის დედოფლებად მიიჩნევიან. მათ გააჩნიათ განსხვავებული შარმი და ტემპერამენტი, რაც სხვა ზოდიაქოს ნიშნებს აკლიათ. ასე რომ თუ ამ ზოდიაქოებთან მოგიწიათ ინტიმური კავშირი, მოემზადეთ თავბრუდამხვევი თავგადასავლისთვის.
ქალწული და თხის რქა – ბიზნესში არიან მაგრები, მათ ეხერხებათ როგორც ფულის შოვნა, ასევე ოჯახური ბიუჯეტის თავმოყრა, განაწილება და სწორად დახარჯვა.
თევზი, ლომი და მშვილდოსანი – ესენი არიან ქალბატონები, რომლებიც საუკეთესო მეოჯახეებათ ითვლებიან. მათ ეხერხებათ ბავშვების აღზრდა და მათთვის თავიანთი განათლების გადაცემა. მათ უყვართ თავიანთი საქმიანობა და ყველაზე კარგი დიასახლისებიც არიან.