ადრეული ასაკიდან ყველა “გვაიძულებს” ვიკითხოთ წიგნები. მშობლები განსაკუთრებულ ყურადღებას გვაქცევდნენ ამ კუთხით და სურდათ, რაც შეიძლება მეტი წაგვეკითხა, დაგვეხარჯა თავისუფალი დრო საინტერესო ლიტერატურის კითხვაში.
ჯენიუსი გთავზობთ ძალიან ბევრ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შეწყვიტოთ კითხვა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ, იკითხეთ დღეში ერთი, ათი ან ასი გვერდი, მთავარია იკითხოთ. სულ მოკლე დროში კი დაინახავთ, რომ სამყარო იცვლება თქვენს ირგვლივ.
კითხვა განთავისუფლებთ სტრესისგან
რას აკეთებთ, როცა დაძაბული ხართ? _ მუსიკას უსმენთ, თუ სასეირნოდ მიდიხარ? მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საუკეთესო დასვენება და სტრესისგან განთავისუფლება კითხვით არის შესაძლებელი.
კითხვა ებრძვის უძილობას
მართალია, ოტია იოსელიანი ამტკიცებდა, რომ წიგნი ძილის წამალი არ არის, მაგრამ დაკვირვებებით სხვა რამ მტკიცდება. თუ უძილობა გაწუხებთ, სცადეთ ძილის წინ რამდენიმე გვერდი წაიკითხოთ. მერწმუნეთ, რამდენიმე დღეში უძილობა უკვალოდ გაქრება.
კითხვა იწვევს ემოციურობას
როცა საინტერესო სიუჟეტის წიგნს კითხულობ, მთელი გონებით ჩაფლული ხარ მასში, გრძნობ და განიცდი პერსონაჟების განსაცდელს, რაც რეალურ ცხოვრებაშიც გეხმარება გახდე უფრო გულისხმიერი და დაეხმარო რეალურ ადამიანებს.
კითხვა აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას
რიდლი სკოტი ამბობს, რომ საუკეთესო კინოთეატრი ჩვენი ტვინია მაშინ, როდესაც კარგ წიგნს ვკითხულობთ. მართლაც, როდესაც წიგნს ვკითხულობთ, მთელი სიუჟეტი ცოცხლდება გონებაში. შედეგად, ტვინი ვარჯიშობს და მისი ფუნქციონირება უმჯობესდება.
კითხვა უფრო მიმზიდველს გვხდის
განათლებული, ნაკითხი ადამიანი უკეთესი მოსაუბრეა, ნებისმიერ საკითხზე შეუძლია საკუთარი აზრი დააფიქსიროს. ამიტომ ყველას მოსწონს მასთან ურთიერთობა.
ადამიანები, რომლებიც კითხულობენ, უფრო სოციალურები არიან
კვლევებმა აჩვენა, რომ კითხვის მოყვარული ადამიანები მეტად აქტიურები არიან, იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სოც. აქტივობებში, საქველმოქმედო ღონისძიებებში და ა.შ.
კითხვა აუმჯობესებს მახსოვრობას
წიგნის კითხვისას თქვენი ტვინი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, იძულებულია დაიმახსოვროს მთელი სიუჟეტი. შედეგად, რაც მეტს ვკითხულობთ, მეტი ინფორმაცია მიეწოდება ტვინს, მეტს იმახსოვრებს. დროთა განმავლობაში კი უფრო მეტის დამახსოვრება შეუძლია.
კითხვა ამდიდრებს თქვენს ლექსიკას
რაც მეტს კითხულობთ, მეტ ახალ სიტყვას, სიტყვათა შეთანხმებას, ფრაზას იმახსოვრებთ. შედეგად, თქვენი ლექსიკა მდიდრდება და თქვენი საუბარი მეტად სასიამოვნო მოსასმენი ხდება.
კითხვა აუმჯობესებს თქვენს წერის უნარს
როცა ვკითხულობთ, შევიგრძნობთ ავტორის წერის სტილს, ვიაზრებთ წერის პროცესს, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს ჩვენზე. ბევრი წიგნის წაკითხვის შემდეგ კი გვიყალიბდება საკუთარი წერის სტილი.