პოდაგრა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ართრიტისა, რომელიც გვხვდება მამაკაცებში შუახნის და გვიანდელ ასაკებში.
ძველ დროში, აღნიშნულ პათოლოგიას მეფეთა დაავადებას უწოდებდნენ, ვინაიდან მხოლოდ მდიდრებს თუ შეეძლოთ ხორცისა და წითელი ღვინის მირთმევა.
პოდაგრის გაჩენის ძირითადი მიზეზია ორგანიზმში შარდმჟავას დაგროვება, რომელიც, კრისტალების სახით, სხვადასხვა სახსარში იწყებს დაგროვებას(მისი ძირითადი ლოკალიზაცია ფეხის დიდი თითის სახსარია).
სახსრის ანთებას თან ახლავს მტკივნეული შეგრძნებები, რაც მკურნალობას მოითხოვს. თუმცა, ზოგიერთი დიეტური რეკომენდაციის დაცვა შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას.
1. პრობიოტიკები
პრობიოტიკების გამოყენება დიეტურ დანამატებად შეძლებთ ორგანიზმში შარდმჟავის დონეს შემცირებას, რისი წყალობითაც შეამცირებთ პოდაგრის განვითარების რისკსაც.
2. ვიტამინი С
ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ვიტამინი С ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავის დონეს, რაც იწვევს ტკივილის ინტენსიობისა და ანთებითი რეაქციის გამოვლინების შემცირებას.
3. რძის უცხიმო პროდუქტები
კვლევებით დადგინდა, რომ დაბალი ცხიმის კონცენტრაციის მქონე რძის პროდუქტის გამოყენება ხელს უშლის პოდაგრის განვითარებას. კარგი იქნება, თუ თქვენს რაციონს გადახედავთ.
4. დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი
დიდი რაოდენობით სითხის მიღება ეხმარება თირკმლებს ორგანიზმიდან ჭარბი შარდმჟავას გამოდევნაში. ეცადეთ, დღის განმავლობაში უფრო მეტი სითხე მიიღოთ.
5. ყავა
მეცნიერული კვლევებით დამტკიცდა, რომ ყავაც, ასევე, ეხმარება თირკმლებს ანალოგიურ დავალებაში – ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოდევნაში.
6. ალუბალი
კვლევებმა აჩვენა, რომ პოდაგრის მქონე პაციენტები შვებას გრძნობდნენ ალუბლის მიღების შემდეგ. საქმე ისაა, რომ ეს კენკრა დიდი რაოდენობით შეიცავს ანტოციანინებს – ნივთიერებასმ რომელიც ამცირებს ანთებას და მტკივნეულ სინდრომს ამსუბუქებს.
იმედი გვაქვს, ჩვენი რცვები დაგეხმარებათ სახსრების ტკივილის შემსუბუქებაში.