52 წლის ჯოი სმიტს კოვენტრიდან(ინგლისი) დაუსვეს კუჭისა და ნაწლავის სიმსივნის ბოლო სტადიის დიაგნოზი, 2016 წლის აგვისტოში.
ქიმიოთერაპიამ ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო. სიმსივნე ოპერაციას არ ექვემდებარებოდა და ქალბატონს სულ 6 კვირა ჰქონდა დარჩენილი. სიცოცხლის შესანარჩუნებლად ბრძოლით დაღლილი ჯოი ყველაფრისთვის მზად იყო, მათ შორის, ისეთი არატრადიციული მეთოდის გამოსაყენებლად, როგორიც კანაფის ზეთია.
ქიმიოთერაპიის შემდეგ, ჯოის დაეწყო სეფსისი და, კანაფის ზეთით მკურნალობის დაწყებამდე, იგი უკვე დასუსტებული იყო.
კანაფის ზეთი, რომელიც ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს, მკურნალობის საუკეთესო ალტერნატივად ითვლება, თუმცა, ბრიტანეთში ოფიციალურად დარეგისტრირებული არაა. ჯოი მის შესახებ ინტერნეტში ყვება.
დასაწყისში, ჯოი კანაფით მკურნალობას სკეპტიკურად უყურებდა და მას დროდადრო იღებდა. შედეგი მაშინ დადგა, როცა ჯოიმ მისი მიღება 4-5 ჯერამდე აიყვანა კვირაში, მკურნალობის სხვა მეთოდთან შეთავსებით.
კანაფი იწვევდა ჯოის გონების დაბინდვას, იგი თავს შენელებულად გრძნობდა.
დრო გადიოდა, ჯოი კი სულ უფრო უკეთ ხდებოდა.
მარტში, კიბოსთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, ჯოის ექიმებმა უთხრეს, რომ ატიპური უჯრედების სულ მცირე ოდენობა დარჩა მის კუჭში. კიდევ 3 თვის შემდეგ მათ აღიარეს, რომ კიბო გაქრა.
„კანაფის ზეთი ლეგალიზებული უნდა იყოს სამედიცინო მიზნებისთვის“ – თქვა ჯოიმ.
ჯოის თქმით, კანაფის ლეგალიზება გამოიწვევს კრახს ოკოლოგიური ინდუსტრიისთვის, რომელიც, საკუთარი შემოსავლის გამო, ხელს უშლის ადამიანებს ნატურალური მედიცინის გამოყენებაში.
„მე სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებ ზეიმს. შესაძლოა, ერთადერთი ადამიანი ვარ დედამიწის ზურგზე, რომელმაც მსგავსი რამ გამოიწვია.“
ქალბატონმა მაქსიმალურად გაავრცელა თავისი ისტორია, რათა სხვებისთვისაც მიეცა გადარჩენის შანსი.
ჯოი სმიტმა შეადგინა პეტიცია მარიხუანას ლეგალიზების თაობაზე და უკვე 17 000 ხელმოწერა შეაგროვა.
„მიუხედავად იმისა, რომ უამრავმა ადამიანმა დაამარცხა კიბო კანაფის ზეთის დახმარებით, მედიცინას ჯერ კიდევ არ სურს მისი გადახედვა ლეგალური მიღების საკითხში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ისევ დაიტანჯებიან ქიმიოთერაპიის საშინელი შედეგებით, ალტერნატიულ საშუალებებს კი უკანონო გზით მოძებნიან.“ – დასძენს ჯოი.
გარდა ამისა, კანაფის ზეთს არ გააჩნია უკუჩვენებები ან გვერდითი მოვლენები, ახდენს „აღმდგენელ, მაკორექტირებელ და შემცვლელ“ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.