ფეხბურთის სუპერვარსკვლავი, მილიარდელი ფლეიბოი და ფილანტროპისტი. ასეთი საოცარი კომბინაციით შეიძლება დახასიათდეს პორტუგალიელი ვარსკვლავი.
კრიშტიანუ რონალდო საფეხბურთო მოედნის გარეთაც გამოირჩევა არაორდინალური და მისაბაძი საქციელით, რომელსაც ამ სიაში წარმოგიდგენთ:
1. რონალდუ რეგულარულად აბარებს სისხლს.
33 წლის ვარსკვლავი უკვე რამდენიმე წელია სისხლის დონორია. სწორედ ამ მიზეზით არ იკეთებს რონალდუ ტატუს, რადგან მსგავსი პროცედურის შემდეგ 6–დან 12 თვემდე სისხლის ჩაბარება იკრძალება.
2. ქველმოქმედებაში დახარჯული დიდი დრო
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ამით არასდროს ტრაბახობს, ჟურნალისტების ცნობით იგი ხშირად აკეთებს საქველმოქმედო სახის აქციებს.
იგი აფინანსებს ახალგაზრდა ფანების ოპერაციებს, ახალი საავადმყოფოების აშენებასა და სახლების დანგრევისგან დაზარალებული მოსახლეობის რეაბილიტაციის ხარჯებს.
3. არასდროს ავიწყდება ძველი მეგობრები
რონალდუ ხშირად სტუმრობს ძველ მეგობრებს და მათთვის ძვირადღირებული საჩუქრებიც არ ენანება. მან ერთ–ერთ მეგობარს, ალბერტ ფანტრაუს მასშტაბური სახლიც კი აჩუქა მათი ურთიერთობის დაფასების აღსანიშნავად.
მათი მეგობრობა სპორტინგის საფეხბურთო კლუბიდან მოდის, სადაც სწორედ ალბერტმა მისცა საგოლე პასი რონალდუს იმ გოლის გასატანად, რომელმაც ევროპის ჩემპიონის კარიერის დაწყებაზე უდიდესი გავლენა იქონია.
4. ძალიან აფასებს საკუთარ ოჯახს
უდიდესი პოპულარობა, მილიონობით ფანი და ფულით სავსე საბანკო ანგარიში ფეხბურთელის ცხოვრებაში საბაზისო ღირებულებების შემცვლელი არ გამხდარა. იგი დღემდე კერძო კუნძულზე განმარტოების მაგივრად შვებულების გატარებას მოზრდილი ხმაურიანი ოჯახის გარემოცვაში ამჯობინებს.
5. გულშემატკივრებთან ახლო ურთიერთობა აქვს
დიდი კარიერის მქონე ვარსკვლავები ხშირად დროის გამონახვას ვერ ახერხებენ გულშემატკივრებთან ურთიერთობისთვის, თუმცა რონალდუ ამ საკითხშიც განსხვავდება.
როდესაც მას მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე აგვიანდებოდა, მაინც არ დააიგნორა ავტობუსთან შეკრებილი ფანები და ერთ–ერთ მათგანს დასამშვიდებლადაც ჩაეხუტა, შემდეგ კი ავტოგრაფი დაუტოვა.
6. საკუთარ თავზე გაცინება შეუძლია
კრიშტიანუ რონალდუს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. მან ერთხელ უსახლკარო ადამიანის ფორმაში გამოწყობაზეც კი არ თქვა უარი, რათა მადრიდის ქუჩები ასე შემოევლო და უცხო გამვლელებთან ეხუმრა.
იგი უცნობ ადამიანებს ხუმრობებს ეუბნებოდა, გოგონებს ნომრებს ეკითხებოდა და იმ ფაქტით ტკბებოდა, რომ მას ვერ ცნობდნენ.
7. ფეხბურთის თამაში უყვარს და არა ფული
კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთს თვითონ სპორტის სიყვარულით თამაშობს და არა ხელფასის გამო. როდესაც რეალის მაისურით ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მთელი საკუთარი ხელფასი პირდაპირ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხა.
8. საკუთარი ემოციების გამომჟღავნების არ რცხვენია
ძლიერი და მამაკაცური ხასიათის მქონე ფეხბურთელს არც სენსიტიური გრძნობების გამოხატვა არ აშინებს. მას შეუძლია თავისუფლად იცინოს, იტიროს და აღნიშნოს ნებისმიერი მოვლენა შუა მოედანზე.
9. რონალდუ მზადაა ნებისმიერს დაეხმაროს
პორტუგალიელი ფეხბურთელი მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს სკამამდე მისვლაში მაშინ დაეხმარა, როდესაც საკუთარი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის საფრთხის წინაშე იდგა. ასეთ მომენტში სიმშვიდის შენარჩუნება და კონკურენტისთვის დახმარების გაწევა დასაფასებელი საქციელია.