მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი და საინტერესო მსახიობი ეკრანებს მიღმაც ორიგინალური ცხოვრების წესით გამოირჩეოდა. ყველაფერთან ერთად, იგი ყოველკვირას აუცილებლად ამზადებდა უგემრიელეს პასტას ბებიის მიერ გადმოცემული უნიკალური რეცეპტით:
რა დაგჭირდებათ თქვენ ოდრი ჰეპბერნის სახასიათო მაკარონის კერძის მოსამზადებლად:
კუბიკებად დაჭრილი პატარა ხახვი
2 კბილი დაჭრილი ნიორი
2 კუბიკებად დაჭრილი საშუალო სტაფილო
2 კუბიკებად დაჭრილი ნიახური
2 ტომატის კონსერვი საკუთარ წვენში
რეჰანი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
სპაგეტი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ყველი
მომზადების წესი:
დიდ ქვაბში ჩაყარეთ ხახვი, ნიორი, სტაფილო, ნიახური და პომიდორი. დაასხით ზეითუნის ზეთი. რეჰანს გააცალეთ ფოთლები და ქვაბში ბოსტნეულს დააყარეთ. მასა ადუღებამდე მიიყვანეთ, პერიოდულად აურიეთ და ნელ ცეცხლზე 45 წუთის განმავლობაში დადგით.
აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ცეცხლი ჩააქვრეთ და ქვაბი 15 წუთით დატოვეთ.
პარალელურად ერთი დიდი ქვაბი 4 ლიტრი წყალით გაავსეთ. მოხარშულ წყალში სპაგეტი მოათავსეთ და მოხარშეთ.
თეფშზე გადმოტანილ მაკარონს დაუმატეთ მომზადებული სოუსი, მარილი, პილპილი, ყველი, და წვრილად დაჭრილი რეჰანი.