ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული და ქრონიკული დაავადებების სიაში თირკმლის კენჭის გავლა მოწინავე პოზიციებს იკავებს. მისი ქონა ყოველდღიურ ცხოვრებას მთლიანად ასვავს დაღს. ამიტომ, ექიმთან ვიზიტის შემდეგ თქვენი ხელითაც შეგიძლიათ იზრუნოთ ამ არასასურველი ობიექტების მალე და ეფექტურად მოშორებაზე. ამაში ეს ხუთი ხერხი დაგეხმარებათ:
1. ლიმნიანი წყალი ან ლიმნის წვენი
ლიმნის წვენის მიღება არამარტო თქვენი დღიურად დასალევი სითხის დოზას ზრდის, არამედ მისი შემადგენლობა პატარა კენჭების დაშლისთვისაც კი გამოიყენება. ლიმონში შემავალი მინერალები ახალი კენჭების წარმოქმნასაც უშლის ხელს. ეს მჟავა თირკმელებს ყველაზე მეტად ეხმარება ამ პრობლემასთან გამკლავებაში.
2. ქოქოსის წვენი
ქოქოსის წვენი პოტასიუმს შეიცავს, რასაც თირკმელების ქვის დაშლა შეუძლია. თვითონ სითხეს კი ამ ქვების გამორეცხვის პროცესის დაჩქარების უნარიც აქვს. დალიეთ რამდენიმე ჭიქა ქოქოსის წვენი დღეში და თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება.
3. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი ციტრუსოვან მჟავას შეიცავს, რომელიც კენჭების დაშლის პროცესს ძალიან ასწრაფებს და ამარტივებს. უბრალოდ დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ძმარი ჭიქა წყალს და მიირთვით ეს ნარევი ყოველდღე.არ დალიოთ ეს მიქსი ერთ ჭიქაზე მეტი დღეში.
4. ბროწეულის წვენი
ბროწეულის წვენში შემავალი მინერალები ზოგადად ძალიან კარგია თქვენი თირკმელის გასაჯანსაღებლად. ის ასევე ეხმარეა კენჭების დაშლის პროცესის სტაბილურობას და მათი ახლიდან წარმოქმნის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. დალიეთ 100%–ით ნატურალური ბროწეულის წვენი ყოველდრე 1 ჭიქის ოდენობით.
5. საზამთრო
საზამთროს ერთ–ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ ხალხს ხშირად ანდომებს მოშარდვას. თუმცა, ეს უსიამოვნო დეტალი კენჭების ორგანიზმიდან მალე გამოსვლაშიც შეიძლება გამოგადგეთ. ყოველ დღე რამდენიმე ნაჭერი საზამთროს მირთმევა კენჭის გამოსვლის პროცესს უფრო ნაკლებად შესამჩნევს გახდის.