მე მგონი პიშკები ყველას უყვარს. მაგარი ყველი აქ უნდა იყოს პიკანტური, მაგრამ მოტკბოგემოთი, სულგუნის ნაცვლად კი გამოდგება თხის ყველი. ცომი სჯობს მოვზილოთ ხელით და რაც მთავარია, ფქვილი ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს – რაც ნაკლები აქვს, მით უფრო ნაზი გამოდის. შესაძლოა ცომში დაემატოს პაპტიკა, მაშინ პიშკები მოვარდისფრო გამოვა. შესაძლოა ნივრის ან რაიმე მწვანილის დამატება – ძალიან გემრიელი იქნება!
ინგრედიენტები 1 პორციაზე:
კარტოფილი – 500 გრამი
ფქვილი – 350 გრამი
სულგუნი – 250 გრამი
მაგარი ყველი – 150 გრამი
კარაქი – 300 მილიგრამი
მშრალი, სწრაფმოქმედი საფუარი – 14 გრამი
ზღვის მარილი – 1 ჩაის კოვზი
ნაბიჯი 1
კარტოფილი გაფცქვენით და მოხარშეთ სრულად, შემდეგ ჩაჭყლიტეთ პიურესავით. უნდა გამოვიდეს 350 გრამი.
ნაბიჯი 2
მაგარი ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე
ნაბიჯი 3
ფქვილში აურიეთ კარტოფილის პიურე, გახეხილი ყველი, ჩაყარეთ საფუარი, მარილი და მოზილეთ ხელით.
ნაბიჯი 4
გააკეთეთ ცომისგან გუნდა, ჩადეთ ღრმა ჭურჭელში, დააფარეთ ცხელ წყალში დასველებული და გაწურული პირსახოცი და აცადეთ ამოსვლა.
ნაბიჯი 5
სულგუნი დაჭერით პატარა ნაჭრებად
ნაბიჯი 6
გავაკეთოთ ცომისგან პატარა, თხელი გუნდები, დავაწყოთ ფქვილმოყრილ ტაფაზე, თითოეული გუნდის ცენტრში დავდოთ სულგუნის ნაჭერი და შევკრათ.
ნაბიჯი 7
გავაცხელოთ ღრმა ქვაბში ზეითუნის ზეთი და შევწვათ პიშკები ოქროსფრამდე, შემდეგ ამოვიღოთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.
გემრიელად მიირთვით!