ბონური სუფი თანამოსახელე დიეტის მთავარი კერძია, რომელიც ბელგიელმა დიეტოლოგებმა შეიმუშავეს. მისი მოქმედების საიდუმლო მდგომარეობს ინგრედიენტთა უნიკალურ კომბინაციაში, რომელთაგან თითოეული მონაწილეობს ორგანიზმის გაწმენდაში, კარგად დანაყრებასა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში.
ამ კერძში მთავარი როლი მიეკუთვნება ნიახურს. ეს უკანასკნელი ,,გადამრჩენელი” ბოსტნეულია ყველა გახდომის მოსურნესათვის. ნიახურს შეუძლია დიდი ხნით მიაძინოს შიმშილის გრძნობა, მის შეთვისებაზე ორგანიზმი ხარჯავს უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე მას თავად პროდუქტი შეიცავს. ბონურ სუფში კალორიების რაოდენობა სასაცილოდ დაბალია, მხოლოდ 27-ია 100 გრამზე. როგორ მოვამზადოთ გასახდომი სუფი?
ინგრედიენტები:
ახალი კომბოსტო – 400 გრამი
ხახვი – 5 ცალი
პომიდოი – 5 ცალი (შესაძლოა კონსერვიც)
მწვანე ბულგარულიწწაკა – 2 ცალი
სტაფილო – 2 ცალი
ნიახური – 4 ძირი
მწვანილი – 1 კონა
სანელებლები: ნიორი, იმბირი, დაფნის ფოთოლი, კორიანდრი
მომზადება:
ნაბიჯი 1
კომბოსტო წვრილად დაჭერით, ქორფა კომბოსტოს დაჭრა მსხვილადაც შეიძლება. დაჭერით სტაფილო რგოლებად ან ნახევარ რგოლებად. პომიდორი დამდუღრეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით წვრილად. ბულგარული წიწაკა მოგრძოდ დაჭერთ. ხახვი და ნიახური კუბიკებად.
ნაბიჯი 2
მომზადებულ ბოსტნეულს (ხახვის გარდა) დაასხით ცივი წყალი დ დადგით ცეცხლზე
ნაბიჯი 3
ხახვი მოშუშეთ ტაფაში ჩასხმულ ზეითუნის ზეთში.
ნაბიჯი 4
სუფში ჩაამატეთ ხახვი, სანელებლები, მარილი და ხარშეთ ნე ცეცხზე 10 წუთი, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, ჩააქრეთ და დატოვეთ 10-15 წუთი
წონის ეფექტური კლებისთვის ბონური სუფი უნდა მიირთვათ ერთი კვირის მანძილზე, ამასთან მენიუდა გამორიცხოთ ალკოჰოლი, ცომეული, შემწვარი და ფასთ-ფუდი. ეს არის ჭეშმარიტად სასარგებლო პირველი კერძი, რომელიც აწესრიგებს საჭმლის მონელებას, დიდი ხნით ახშობს შიმშილის გრძნობას და გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე.
გახდით ჯანსაღად და გამოფიტვის გარეშე.
გაუზიარეთ სასარგებლო რეცეპტი მეგობარს, რომელიც დიეტაზეა.