1. კურო
კუროებს არ მოსწონთ როდესაც მოულოდნელი რამეები ხდება და უწევთ დაბრკოლებებთან შეხვედრა. არ მოსწონთ, როდესაც სხვები არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს. ჰგონიათ რომ რაღაცას არასწორად აკეთებენ და ხდებიან მეტად პესიმისტები. ჯიუტად ფიქრობენ რომ არაფერი გამოუვათ. ეს მათ ნეგატიურ განწყობას უფრო ახანგრძლივებს და მუდმივს ხდის . ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი დამთავრდა და გამოსავალი აღარ ჩანს, ამ დროს კი ვერ ხვდებიან, თუ რამხელა ძალის გამომჟღავნება შეუძლიათ იმისათვის, რომ ყველაფერი კვლავ ნათელი გახადონ, უბრალოდ ბევრი უნდა იბძოლონ ამისთვის.
2. კირჩხიბი
კირჩხიბი ძალიან ემოციურია. თავდაპირველად ცხოვრების მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი, ჰგონია რომ სხვა მასზე უკეთესია. თვითშეფასების უნარი უქვეითდება და ამის გამო დეპრესიაში ვარდება, რომლიდან გამოსვლასაც დიდად არ ცდილობს. ცხოვრების ხალისის დაბრუნების სურვილი უქრება. სინამდვილეში ის ვერ აანალიზებს თუ რამხელა შესაძლებლობები აქვს, რითაც შეუძლია შეცვალოს განწყობილება და გამოამჟღავნოს სიძლიერე.
3. ქალწული
ქალწული მიუხედავად თავისი პესიმისტობისა, ისწრაფვის სრულყოფილებისკენ, თავის თავში ღრმად არის დარწმუნებული და ჰგონია, რომ ყველაფერს მარტივად შეძლებს, თუმცა ერთ უმნიშვნელო ბზარს შეუძლია მისი მოლოდინები ერთიანად შეცვალოს და იმედი მთლიანად გადაუწუროს. ის ვერ აანალიზებს, რომ აქვს უნარი პრობლემის მოგვარებისა თუ კი მოინდომებს, მარტივად ხომ არაფერი ხდება.
4. მორიელი
მორიელები ვერ იტანენ, როდესაც მათი დღის წესრიგი ირღვევა, მათ წინასწარ უყვართ დაგეგმვა მოვლენების და არ მოსწონთ როდესაც ამ ყველაფერში ხელი ეშლებათ, ან ვინმე ცდილობს მათ შეწინააღმდეგებას. როცა ყველაფერი ცუდად მიდის, აღარ ცდილობენ მის გამოსწორებას, რადგან ხასიათი უფუჭდებათ. ამ დროს კი მათი გონებრივი შესაძლებლობები იმაზე მაღლა დგას ვიდრე მათი პრობლემის სირთულე.
5. თევზები
თევზები მეტად პესიმისტები არიან, როდესაც მათი გეგმები იცვლება და ყველანაირი მონდომება წყალში იყრება, ამის გამო ნეგატივით ივსებიან. ფიქრობენ რომ სამყარო მათ წინააღმდეგ ამხედრდა და აღარ ძალუძთ შეცვალონ დამოკიდებულება და სრულიად უმოქმედოდ არიან. ისინი ვერ ხვდებიან, რომ შეუძლიათ ბალანსის დაჭერა, რათა მიხვდნენ რომ პატარა პრობლემა ვერ გააფუჭებს მათ მიღწეულ წარმატებებს.