ბოლო ხანებში გავრცელებული ხმები ნაღების კარაქის მავნებლობის შესახებ (რომ შეიცავს ბევრ ქოლესტერინს და ა.შ.), თურმე არ შეესაბამება სიმართლეს. მას დიდი რაოდენობით მიირთმევენ ტიბეტელები. მათი ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის შესახებ კი საყოველთაოდ ცნობილია.
რეალურად კარაქი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მაგრამ მხოლოდ სუფთა სახით. ჩვენ გასწავლით თუ ყიდვისას როგორ უნდა შეარჩიოთ ნამდვილი კარაქი.
ნაღების კარაქის ხარისხი:
იმისთვის, რომ კარაქს ორგანიზმზე დადებითი ეფექტი ჰქონდეს, ის უნდა იყოს ხარისხიანი. ეს კი მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული.
როგორ შევარჩიოთ ნაღების კარაქი ხარისხიანობის მიხედვით?
გაიგე როგორი სტანდარტი აქვს კარაქის ნაღებს შენს ქვეყანაში და როგორი მარგარინს. თუ კარაქზე მარგარინის სტანდარტი წერია, გადადეთ გვერდზე და არც სხვა რძის ნაწარმი იყიდოთ.
კარაქი მარკეტში უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 6 გრადუსზე. შენახვის ვადა არ უნდა აჭარბებდეს 30-35 დღეს. თუ პროდუქტი უფრო დიდხანს ინახება, ესე გი მასში აშკარად არსებობს სპეციალური დანამატები.
უპირატესობა მიანიჭეთ ფოლგაში და არა ქაღალდში შეფუთულ კარაქს. სინათლეზე კარაქი ყვითლდება, კარგავს რა A ვიტამინს, ამიტომ ფოლგიანი შეფუთვა ხელს უშლის ამ პროცესს.
თუ ბაზარში ასაწონ კარაქს ყიდულობთ, არ მოგერიდოთ მისი გემოს გასინჯვა. ის პირში სწრაფად უნდა დნებოდეს და არ უნდა ეკვროდეს კბილებს, როგორც ეს ხდება მარგარინის შემთხვევაში. ასევე ყურადღება მიაქციეთ განაკვეთს, ანუ გაჭრილ ნაწილს, ის უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, ბრჭყვიალა და შრეების გარეშე.
კარაქს უნდა ჰქონდეს მსუბუქი მოყვითალო შეფერილობა. ამასთან ზამთრის ნატურალური ნაღების კარაქი უფრო ღიაა, ზაფხულის კი უფრო მუქი. ეს დამოკიდებულია იმ ბალახის ხარისხზე, რომელსაც ჭამენ ცხოველები. მაგრამ ის (ფერი) არ უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი.
ნატურალური ნაღების კარაქი ადვილად ისმევა პურზე. თუ ის ნამცეცდება და ნაწილდება წასმის დროს, ანუ გლუვად არ ესმევა, ეს ნიშნავს, რომ მასში ბევრი წყალია.
სახლის პირობებში შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტი: მოათავსეთ კარაქის ნატეხი ცხელ წყალში. ხარისხიანი პროდუქტი გაიხსნება ერთგვაროვანი მასის სახით, ყალბი კი იცურებს დანაწევრებულად.
ნაღების კარაქის სასარგებლო თვისებები:
კარაქი – A ვიტამინის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად შესათვისებელი წყაროა. ის კი აუცილებელია თირკმელზედა და ფარისერი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
კარაქის გამოყენება წონის მომატებას არ იწვევს, მის შემადგენლობაში არსებული ცხიმოვანი მჟავები იხარჯება ორგანიზმის მიერ ენერგიის მოხმარებისას. ის არ ინახება ცხიმების სახით. კარაქის გამოყენების შემდეგ ჩნდება დანაყრების შეგრძნება, ეს კი თავიდან გვაცილებს ზედმეტი კალორიების მიღებას.
კარაქი შესანიშნავი წყაროა იოდის, რომლის უკმარისობაც იწვევს ჩიყვს.
კარაქი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ამცირებს დიარეას ბავშვებში და შეკრულობას უფროსებში.
ხალხი, რომელიც მიირთმევს კარაქს, ნაკლებად ექვემდებარება ინფარქტის რისკს.
კარაქში არსებული ცხიმოვანი მჟავები აიოლებენ ისეთი ვიტამინების შეწოვას, როგორიცაა A, E, D, K.
ნაღების კარაქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ისინი ამცირებენ კიბოსა და ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას.
ახლა უკვე იცით, რამდენად სასარგებლოა ნაღების კარაქი და იცით ისიც, თუ როგორ შეარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი. გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც!