აღმოჩნდა, რომ ყველასთვის ცნობილი ზოდიაქური ჰოროსკოპის გარდა არსებობს ინდიელთა ჰოროსკოპიც.
ტოტემური ცხოველი დაბადების თარიღის მიხედვით:
1. თხუნელა (20.01–18.02)
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ძალიან მომთმონები, გულმოდგინენი, დისციპლინის მოყვარულები. მათი ტალანტი ყოველთვის თანხვედრაშია მათ ამბიციებთან, აქვთ შესანიშნავი თანამშრომლობის უნარი, არიან ლოიალურები.
წარმატებული დღე მათთვის სამშაბათია, რიცხვი – 19, ბედნიერი ფერი – იისფერი.
2. მგელი (19.02–20.03)
ეს პიროვნებები საკმაოდ დამოუკიდებლები არიან, მათ უყვართ მარტო ყოფნა, თუმცა არიან ძალიან კარგი მეოჯახეებიც. უბრალოდ ისინი პირად სივრცეს საჭიროებენ, არიან პატიოსნები და გულუხვები.
ბედნიერი დღე: ხუთშაბათი. ბედნიერი რიცხვი – 3, წარმატება მოაქვს წითელ ფერს.
3. შევარდენი (21.03–19.04)
ამ ნიშნით დაბადებულთა ხასიათის მთავარი თვისებებია მიზანმიმართულობა, ძლიერი ნებისყოფა და გონებამახვილობა. არიან ძალიან ენერგიულები და შრომისმოყვარეები.
ბედნიერი რიცხვი არის – 21, დღე პარასკევი, წარმატებული ფერია – შავი.
4. თახვი (20.04–20.05)
ეს ადამიანები არიან ნაზები, მეგობრულები და კეთილმოსურნეები. უყვართ თბილი შეხვედრები და აფასებენ ახლობლებთან ურთიერთობას.
ბედნიერი დღე – ორშაბათი, რიცხვი – 18, ბედნიერი ფერი – ნაცრისფერი.
5. ირემი (21.05–20.06)
მთავარი თვისებები: ენერგიულობა, სისწრაფე, რისკიანობა, სიმამაცე. ყოველთვის აღწევენ კარიერაში სიმაღლეებს. არიან ცოტა ფეთქებადებიც.
ბედნიერი დღე – სამშაბათი, რიცხვი 11, ფერი: თეთრი
6. კოდალა (21.06–21.07)
მთავარი თვისებებია: ფიქრის უნარი, კარგი ინტუიცია, აქვთ საუკეთესო ანალიტიკური შესაძლებლობები, არიან კარგი ფსიქოლოგები.
დღე: კვირა, წარმატების რიცხვი: 29, ფერი – ბორდოსფერი (წითლის ყველა ტონი)
7. ორაგული (22.07–21.08)
მათ აქვთ კარგი გემოვნება, არიან შემოქმედები, ჭკვიანები და მოხერხებულები. აღწევენ წარმატებას ბიზნესსა და პოლიტიკაში, რადგან ხშიერად ახერხებენ სხვაზე ზეგავლენის მოხდენა.
კარგი დღე: პარასკევი, რიცხვი: 6, ფერი: ფირუზისფერი.
8. დათვი (22.08–21.09)
მათი ძლიერი თვისებებია სითამამე და მიზანმიმართულობა, არიან მკაცრები, პატივმოყვარეები. ან უკიდურესად შრომობენ, ან ზარმაცობენ, უჭირთ ოქროს შუალედის დაჭერა.
დღე: ორშაბათი, რიცხვი: 23, ფერი: ნარიჯისფერი
9. ყვავი (22.09–22.10)
გამოირჩევიან გონებამახვილობით, იუმორის კარგი გრძნობით და გულმოდგინეობით. არიან გულუხვები, მაგრამ არა მფლანგველები.
დღე: შაბათი, რიცხვი: 14, ფერი: ლურჯი და მისი ყველა ტონი
10. გველი (23.10–22.11)
საუკეთესო თვისებებია: გამჭრიახობა, სიბრძნე და ვნება. მათი თითოეული ნაბიჯი წინასწარ მოფიქრებულია, თუმცა სწრაფად მოქმედებენ, ადვილად ეგუებიან ახალ გარემოებებს.
კარგი დღე: ოთხშაბათი, რიცხვი: 9, ფერი: მწვანე
11. ბუ (23.11—21.12)
აქვთ ძალიან ამოუცნობი ბუნება, არიან ძალიან მომხიბლავები, ამბიციურები, ბევრს ფიქრობენ გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან არიან ზანტები.
დღე: პარასკევი, რიცხვი: 17, ფერი: ყავისფერი
12. ბატი (22.12–19.01)
არიან დაფიქრებულები, ნაზები, მშვიდი ნატურისები, საუკეთესო მეოჯახეები, აქვთ დიდი ინტელექტუალური რესურსი.
ბედნიერი დღე: კვირა, წარმატებული რიცხვი: 12, ფერი: ყვითელი.
ეს არის ბევრისთვის უცნობი ინდური ასტროლოგიის ნიმუში. შეიძლება არ იცით, რომ სლავებსაც აქვთ თავიანთი ,,მხეცური” ჰოროსკოპი. დახასიათებათა სიზუსტე გასაოცარია.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორი იქნება 2019 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. ასტროლოგი ანჟელა პერლის რჩევები.