1. დამცველი და ერთგული კირჩხიბი ყველასგან დაგიცავთ
კირჩხიბს ახლობელი ადამიანები ჰყავთ. თუ მათ წრეში მოხვდით, დარწმუნებული იყავით რომ კირჩხიბი მუდამ თქვენს გვერდით იქნება ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ. მათი მზრუნველობა თბილი საბანისავით შემოგეფარებათ სულ.
2. როდესაც კომფორტი გჭირდებათ, კირჩხიბს უნდა მიმართოთ
ისინი მიგიღებენ საკუთარ სახლში, მოგიმზდებენ გემრიელ კერძს და დაგტრიალებენ თავზე დედასავით. თუ კირჩხიბი თქვენს ცხოვრებაში გეყოლებათ, ჩათვალეთ რომ არასდროს მოგაკლდებათ ადამიანი რომელიც თქვენზე მუდამ იზრუნებს.
3. კირჩხიბების საჩუქარი ყოველთვის კარგადაა მოფიქრებული, რადგან ისინი სენტიმენტალურები არიან
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ჯადოქრებივით შეუძლიათ იდეალური საჩუქრის გაჩენა. მათ ურჩევნიათ საკუთარი სენტიმენტალური მხარე სიტყვების მაგივრად საქციელით წარმოაჩინონ, ამიტომ ყოველთვის იდეალურ საჩუქარს არჩევენ. ისინი ყოველთვის ყურადღებით და ზრუნვით უსმენენ საყვარელ ადამიანებს და ამიტომ იდეალურად იციან, თუ რა გაუხარდებათ მათ საჩუქრად.
4. ინტუიცია და ემპათიის გრძნობა
კირჩხიბს მუდამ ესმის თქვენი გრძნობების და მათი დიდი ემპათიის გრძნობის წყალობით სიტყვის უთქმელად ხვდებიან რა გჭირთ. თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ კარგად ხართ, მაგრამ იგი აუცილებლად ჩაწვდება თქვენს ნამდვილ განცდებს.
5. მათ შეუძლიათ შენიშვნის მოცემა საჭირო მომენტში
კირჩხიბმა ყოველთვის იცის როდისაა საჭირო თქვენი სწორ გზაზე დაყენება და უხეში თუმცა გულწრფელი საუბრის საშუალებით მეგობრის აზრზე მოყვანა. თუმცა, მათ ასევე შეუძლიათ თქვენს მიმართ საკმაოდ მომთმენიც იყვნენ, რადგან იციან რომ ყოველთვის ყველას არ შეუძლია საკუთარი საუკეთესო მხარე წარმოაჩინოს.
6. ისინი ყოველთვის დაგიშლიან სულელური საქციელის ჩადენას
გახსოვთ ზევით რომ დედური ზრუნვის მაგალითი ვახსენეთ? დიახ კირჩხიბს ეს თვისება ბევრად უფრო ღრმად აქვს გამჯდარი, ვიდრე ეს უბრალო ვახშმის მომზადებაა მათთან სტუმრობისას. ისინი ყოველთვის იდეალურ დროს შეგაჩერებენ არასაჭირო მიმოწერის დროს და ასევე ზუსტად განსაზღვრავენ თუ როდის იყო თქვენთვის ბოლო ჭიქა საკმარისი.
7. მათი იუმორის გრძნობა ყველა სიტუაციაში გაგამხნევებთ
კირჩხიბის სარკასტული იუმორის გრძნობა და ემპათიური ხასიათი ნებისმიერ სიტუაციას შესძენს დადებით ელფერს. მათ ყოველთვის იციან რა უნდა თქვან მაშინ, როდესაც ყველა პრობლემა ერთდროულად გატყდებათ თავზე ან რთული სიტუაციიდან გამოსავალი არ ჩანს.
მათ იდეალური ბალანსის დაჭერა შეუძლიათ ხასიათის გამოსწორების პროცესსა და ზედმეტ ცინიზმს შორის. ანუ ისინი ყოველთვის გაგრძნობინებენ თავს კომფორტულად ზედმეტი ფრაზების გარეშე.
8. ლიდერული თვისებები
კირჩხიბს შეუძლია თქვენზე ზრუნვა რამდენიმე სახით გამოხატოს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ როდესაც რაიმე წინაღობა შეგექმნებათ ცხოვრებაში, ისინი სიტყვის უთქმელად ადგებიან და ყველა მეგობრის პრობლემის მოგვარებასა და გამოსავლის საპოვნელი გეგმის შედგენას თავის თავზე აიღებენ.
მთავარი ის არის, რომ მათ გამოსავლის პოვნის საოცარი ნიჭი აქვთ და როდესაც ეს მათ ემპათიურ ხასიათს ეხამება, ისინი ყველაზე დამხმარე და მზრუნველი ადამიანის როლში გვევლინებიან.