თანამედროვე სამყაროში უამრავი გამოკვლევა ტარდება იმის დასადგენად, თუ როგორ შეიძლება ვიზრუნოთ მომავალი თაობების აღზრდაზე უკეთ. პირველ რიგში სწორედ პატარა ბავშვების ჯანმრთელობის საკითხი დგას დღის წესრიგში და მათი ჯანსაღი განვითარებისთვის სხვადასხვა ხერხების მოფიქრება აქტიურად მიმდინარეობს.
მაგალითად, ახლახანს ევროპელმა მედიკოსებმა საინტერესო თეორიის შესახებ დაიწყეს მსჯელობა, რომელიც ერთი შეხედვით საინტერესოა, თუმცა მას მოწინააღმდეგეებიც აქტიურად გამოუჩნდნენ:
შვედმა მეცნიერებმა სოსკის ღეჭვის სასარგებლო თვისებები აღმოაჩინეს
შვედეთში ჩატარებული ახალი კვლევების შედეგად დაასკვნეს, რომ თქვენი შვილის სოსკის გაწმენდვის მიზნით დაღეჭვით შესაძლოა სასარგებლო შედეგი მიიღოთ.
გამოკვლევემა აჩვენა, რომ იმ ბავშვებს, რომლების სოსკასაც მშობლები გასაწმენდად თვითონ იდებენ პირში, უფრო დიდი შანსი აქვთ გაუმკლავდნენ სხვადასხვა ალერგიებს მომავალში.
ამის მიზეზი ისაა, რომ მათი იმუნური სისტემა ადრინდელი პერიოდიდანვე ეცნობა სხვადასხვა ბაქტერიას, რომელიც მშობლის პირში ცხოვრობს. თუმცა, ასეთი ქმედება შესაძლოა უფრო სარისკო იყოს, ვიდრე სასარგებლო.
სტომატოლოგები ამ მეთოდს არ ეთანხმებიან
ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციამ ამ მეთოდის შესახებ სკეპტიკური განცხადება გამოაქვეყნა. მათი თქმით, ზოგიერთი კბილის დამაზიანებელი ბაქტერია, რომელიც ზრდასრულთა პირში ბინადრობს, შესაძლოა სავალალო გამოდგეს პატარა ბავშვის კბილებისთვისაც.
ამერიკელი სტომატოლოგები არ ეთანხმებიან იმას, რომ პატარის სოსკა მშობელმა უნდა დაღეჭოს და მათ უფრო მარტივ და პრაქტიკულ საშუალებას ურჩევენ ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად. სტომატოლოგების განცხადებით ყველაზე უკეთ ამას ძუძუთი კვება მოახერხებს.
რა არის სხვა რისკები ამ შემთხვევაში?
დედის პირიდან ბავშვის კბილებისთვის გადადებული მავნე ბაქტერია ამ შემთხვევაში ერთადერთ რისკს არ წარმოადგენს.მაგალითად თუ ბავშვი ავადაა, მისი სოსკის პირში ჩადებით მშობელიც შეიძლება დაავადდეს.
ეს შემთხვევა საპირისპირო მიმართულებითაც შეიძლება განხორციელდეს, რითაც დედის მხრიდან ბავშვისთვის გადადებული ინფექცია შეიძლება ძალიან სერიოზული გამოდგეს.
საბოლოო დასკვნების მიხედვით, მშობლის მიერ მისი შვილის სოსკის პირში ჩადებით გაწმენდა რეკომენდირებული ნამდვილად არ არის. თუ ამ აქსესუარის გაწმენდა გსურთ, გარეცხეთ იგი წყლით, ან საპნითა და წყლით.