ყოველდღიური ცხოვრებისეული სიმძიმე ყოველთვის აისახება ჩვენს თმაზეც, მაგალითად, ცუდი კვება, გამოუძინებლობა, გაციება, სტრესი, ჰორმონული ფონის ცვლილებები. ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს თმის სიჯანსაღეზე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს პრობლემა უნდა გამოსწორდეს, თმა ხომ ქალის მთავარი სამკაულია.
ყველაზე ხშირად კოსმეტოლოგები და ტრიქოლოგები უწერენ დიმექსიდზე დამზადებულ კომპრესებსა და სხვა საშუალებებს. ეს ნივთერება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამიტომ მისი დახმარებით ჩქარდება თმის ზრდა. თმა იქნება უფრო ფუნფულა (მოცულობითი) და ბზინვარე.
ჩვენ მოგიყვებით როგორ მოამზადოთ დიმექსიდზე დამზადებული თმის ნიღაბი:
ინგრედიენტები:
სამი ჩაის კოვზი დიმექსიდი
ერთი ჩაის კოვზი ვიტამინი A
ერთი ჩაის კოვზი ვიტამინი E
ერთი ჩაის კოვზი ვიტამინი D
ერთი ჩაის კოვზი ვიტამინი B6 ან B12 ამპულებში
ერთი ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი
ერთი ჩაის კოვზი თმის აღმდგენი ზეთი
ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადება და გამოყენება:
შეურიეთ ყველა მითითებული ინგრედიენტი, ზეთი შეგიძლიათ მსუბუქად შეათბოთ. დაიტანეთ ნარევი თავის კანზე და შეიზილეთ. დარჩენილი გადაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე, შემდეგ თავზე დაიხურეთ ფოლგა ან პოლიეთილენის ქუდი, შემდეგ შემოიხვიეთ პირსახოცი. დამატებით თმა შეგიძლიათ გაითბოთ ფენით.
ასე უნდა დაყოთ 30-60 წუთი. შემდეგ თმა გულმოდგინეთ ჩამოიბანეთ. პროცედურის დროს შესაძლოა იგრძნოთ თავის კანის ქავილი – ეს სავსებით ნორმალურია და მიუთითებს, რომ ინგრედიენტებმა შეაღწიეს კანში. ნიღბის გაკეთება საკმარისია კვირაში ერთხელ ან ორჯერ.