რა მოუვა თქვენს ორგანიზმს იმ შემთხვევაში, თუ სათანადო რაოდენობის სითხის სმას შეწყვეტთ? ყველა სისტემის რეაქცია დაუყონებლივი იქნება: გაცვლითი პროცესი შენელდება, სასარგებლო ნივთიერებების ათვისება უარესად მოხდება, კუჭ-ნაწლავი ნორმალურად არ იფუნქციონირებს და აშ.
წარმოგიდგენთ დიეტას სახელწოდებით “10 ჭიქა”, რომელიც გახდომის საშუალებაა და თანაც ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის სასმლის დალევას გაიძულებთ.
თავდაპირველად ასეთ მეთოდს დიეტური რაციონის ვარიანტს არ უწოდებდნენ. ეს ორგანიზმში წყლის რესურსის აღდგენის საშუალება იყო. 2-3 კვირის მანძილზე ექიმები გრაფიკის მიხედვით სმას გვირჩევდნენ. დროთა განმავლობაში კი გრაფიკის მიყოლა საჭირო არ იქნებოდა, რადგანაც დღეში 2 ლიტრის დალევა ნორმად იქცეოდა. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა: გამოსაცდელებმა გახდომა დაიწყეს. ამიტომაც სისტემას ეწოდება დიეტა წყალზე.
დიეტის წესები
რა საჭიროა წყალი დიეტის დროს? ის აფართოებს და ავსებს კუჭს და როცა სადილობას აპირებთ, გრძნობთ, რომ ნაკლები პორციაა საჭირო. ჩვეულებრივზე ორჯერ პატარა დოზის მირთმევის შემდეგ, დანაყრებას გრძნობთ. სხვა ნებისმიერი დიეტების მსგავსად ამასაც თავისი წესები აქვს:
1. გამოიყენეთ მინერალური წყალი გაზის გარეშე. ის გამწმენდია და ყველა საჭირო მიკროელემენტისგან შედგება, რომლებსაც ზედმეტი მარილის გამოდევნა შეუძლიათ.
2. დალიეთ 2 ჭიქა წყალი საკვების მიღებამდე 20 წუთით ადრე და მისი მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
3. საკვების პორციები ჩვეულებრივზე ორჯერ მცირე უნდა იყოს. ეს რთული აღარ იქნება, რადგანაც კუჭი ნახევრად უკვე წყლით იქნება სავსე.
4. დაადგინეთ კვების რეგულარული გრაფიკი, თუ საჭიროა ტელეფონში თუ მაცივარზე ჩაინიშნეთ რომ წყლის დალევა გაგახსენდეთ.
5. 1 ჭიქა – 0.2 ლიტრია. დღის განმავლობაში 10 ჭიქა უნდა დალიოთ, სულ 2 ლიტრი.
6. გახდომის შემთხვევაში ფქვილის ნაწარმზე და შებოლილზე უარი უნდა თქვათ, ასევე ალკოჰოლზე, შემწვარ კერძებზე, ტკბილეულსა და გაზირებულ სასმელებზე.
სამწუხაროდ, დიეტა წყლით ვერ დაეხმარება მათ, ვინც თირკმელების ან საკვების გადამუშავების სისტემის პრობლემებით იტაჯება.
დიდი რაოდენობით წყლის გამოყენებისას ნივთიერებათა ცვლა გაგიუმჯობესდებათ. ორგანიზმი მიღებულ ცხიმებს უფრო პროდუქტიულად გამოიყენებს.
დიეტის მენიუ
2 ჭიქა მინერალური წყალი საუზმემდე 20 წუთით ადრე.
საუზმე: ომლეტი 2 კვერცხისგან ბეკონით, შვრიის ფაფა რძეზე ჩირით.
2 ჭიქა წყალი მეორე საუზმემდე 20 წუთით ადრე.
მეორე საუზმე: ბოსტნეულის ან ხილის სმუზი, 1 მუჭა კაკალი.
2 ჭიქა წყალი 20 წუთით ადრე სადილამდე.
სადილი: ბოსტნეულის სუპი, ქათმის ბულიონი, კატლეტი და წიწიბურა ან მოხარშული ხორცი ჩათუშული ბოსტნეულით.
2 ჭიქა წყალი 20 წუთით ადრე დღის მეორე ნახევრამდე.
დღის მეორე ნახევრის კვება: ხაჭო ან ხილის სალათი.
2 ჭიქა წყალი 20 წუთით ადრე ვახშმამდე.
ვახშამი: ბოსტნეულის სალათი კომბოსტოსგან და სტაფილოსგან, გამომცხვარი თევზი ან ცხელი ბოსტნეულის კერძი.
დიეტა “10 ჭიქა” ნამდვილად მუშაობს. თუ პირველივე დღეს რეგულარულად 2 ჭიქის სმა გაგიჭირდებათ, თავს არ დააძალოთ, სარგებელი მოაქვს იმას, რასაც ნება-სურვილით აკეთებთ. 2-3 დღის შემდეგ უფრო მიეჩვევით, დაისახეთ მიზანი და იარეთ ნელა.
ზოგიერთი ამ რაციონის 3-4 კვირით დაცვის შემდეგ 8-10 კილოთი ხდება, ზოგიერთს კი საკვების მიღებამდე 20წუთით ადრე წყლის დალევა ჩვევაში უჯდება და მას მთელი ცხოვრება იცავს.
დიეტა წყალზე საშუალებას გაძლევთ შიმშილის გრძნობა დაგავიწყდეთ. წყალი გამოდევნის ტოქსინებს და კანის მდგომარეობას აუმჯობესებს.