მთავარი კულინარია ხაჭოს ნამცხვარი თეთრი შოკოლადით: განუმეორებელი გემო აქვს 40 წუთში მომზადებულ ამ საოცრებას.

ხაჭოს ნამცხვარი თეთრი შოკოლადით: განუმეორებელი გემო აქვს 40 წუთში მომზადებულ ამ საოცრებას.

by Keti

ბავშვების უმრავლესობას ხაჭო დიდად არ უყვარს, თუმცა ხაჭოს დესერტები არამხოლოდ ტკბილი ტიპის კერძებია, არამედ ძალიან სასარგებლოც როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდებისთვის. რეცეპტები უამრავი არსებობს. ზაფხულში სასურველია ხაჭოს დესერტის მომზადება კენკრასთან ერთად, ხოლო შემოდგომით კი უფრო მოთხოვნადია ხაჭოს ნამცხვარი თეთრი შოკოლადით.

დღეს ჩვენ სწორედ შემოდგომის აქტუალურ დესერტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები

  • 250 გ ხაჭო
  • 100 მლ რძე
  • 2 ს. კ. მანი
  • 2 ს. კ. შაქარი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 50 გ თეთრი შოკოლადი
  • კარაქი გემოვნებით

მომზადება

1. ნამცხვრის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოთ უცხიმო ხაჭო და 15%ი ცხიმიანობის მქონე არაჟანი. მოათავსეთ ისინი ღრმა თასში, ჩაამატეთ მანი და შაქარი.

2. ნარევი ათქვიფეთ ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაამატეთ კვერცხი. მასა აურიეთ სათქვეფით. შოკოლადი დაჭერით წვრილად. სურვილის შემთხვევაში გაადნეთ ის წყლის აბაზანაზე.

3. შოკოლადი დაამატეთ ხაჭოს მასას და აურიეთ. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით მასში ცომი. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ნახევარი საათის განმავლობაში.

4. ამ ნამცხვრის მომზადება ასევე შეგიძლიათ მულტისაცხობში. დააყენეთ რეჟიმზე ,,გამოცხობა” და მოამზადეთ 35 წუთის განმავლობაში. ეს დესერტი აქ არანაკლებ ფუმფულა და ნაზი გამოდის.

თუ ნამდვილი ტკბილეულის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ მირთმევის წინ ნამცხვარს მოასხათ შედედებული რძე. ასე ძალიან გემრიელი გამოდის. დესერტი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი სახით.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!