ეს ცხიმების დასაწვავი დიეტა პარადოქსული მოგეჩვენებათ. გახდომისთვის ხომ ძირითადად ცხიმებით მოგიწევთ კვება! ზედმეტი წონის დაკარგვით, საუცხოო განწყობით, შიმშილის გრძნობის არარსებობით და ჯანმრთელობის გაძლიერებით – ამ ყველაფრით ახასიათებენ ადამიანები ამ დიეტას, რომელიც გამოიყენეს.
Low Carb High Fat – ნაკლები ნახშირწყალი, მეტი ცხიმი – კვების სისტემაა, რომლის მთავარი პრინციპიც მარტივია: საკმარისია მინიმუმი შაქარი და მეტი ცხიმითა და ცილით მდიდარი საკვები.
დიეტა ცხიმებზე
ეს ნამდვილი რევოლუციაა კვებაში. მაღალცხიმოვანმა დიეტამ შვედეთში საოცარ პოპულარობას მიაღწია, შემდეგ კი მთელმა სამყარომ გაიცნო. მთავარი ღრებულება ისაა რომ ადამიანს შიმშილის გრძნობა საერთოდ არ აქვს. გახდომა მსუბუქად მიმდინარეობს და სისხლში შაქრის ხარისხი სტაბილური რჩება.
გადავიდეთ მენიუზე. აღნიშნული პროდუქტები გონივრული რაოდენობითაა საჭირო. თავიდან თუ უფრო მეტს მიირთმევთ, ტრაგედია არაა, რამდენიმე დღეში ორგანიზმი სტანდარტს შეეჩვევა.
რა შეიძლება რომ მივირთვათ
- ხორცი, თევზი, ფრინველი, ზღვის პროდუქტები
- კვერცხი
- ბეკონი, ვიჩინა, მკერდი, შაშხი, ქონი
- სოსისი, ძეხვი — მხოლოდ ხარისხიანი და მინიმალური დანამატებით სახამებლის გარეშე
- ნაღები 30–40% ცხიმით
- ცხიმიანი არაჟანი
- ცხიმიანი ხაჭო
- ყველანაირი ყველი
- ყველანაირი ცხიმიანი სოუსი შაქრის დამატების გარეშე
- ავოკადო
- ბოსტნეული, კიტრი, პომიდორი, წიწაკა, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ფხალი, მწვანე ლობიო, სალათის ფოთოლი და ყველა მწვანილი
- ბოლოკი
- ზეთისხილი
- ლიმონი, ლაიმი
- სოკო
- ტოფუ
- ნაღების კარაქი
- მცენარეული ზეთი
- ჩია, სელი, სეზამი
- სასმელებიდან: უგაზო და გაზიანი წყალი, ჩაი ყავა უშაქროდ.
რისი მიღება შეიძლება შეზღუდული რაოდენობით
- კენკრა
- თხილი
- გოგრა
- ნატურალური შაქრის შემცვლელები: ერიტრიტოლი, ცერეცო
- მშრალი ღვინო
- წყალი, ვისკი, ჯინი, კონიაკი, რომი, ტეკილა
რა არ უნდა მიირთვათ
- რძე, კეფირი
- სტაფილო, ჭარხალი, ხახვი
- მწვანე ბარდა
- შოკოლადი
- მზესუმზირის ზეთი
- შაქარი
- ფქვილის პროდუქტები
- ფაფა, შვრია, წიწიბურა, სიმინდი, მშრალი საუზმე
- ბრინჯი
- მაკარონი, ლაფშა, პასტა
- წითელი, თეთრი ლობიო
- ჩირი
- ტკბილი იოგურტი
- კარტოფილი
- კეტჩუპი
წარმოგიდგენთ მაგალითის სახით მენიუს, რომელიც საკმაოდ დამანაყრებელია დღის მანძილზე. რამდენიმე დღის შემდეგ პორციებს თავად შეამცირებთ, კილოგრამები კი გაქრობას დაიწყებენ.
1 დღის მენიუ
- საუზმე
3 კვერცხი პომიდორით, ყველით, მწვანილით და კიტრით - მეორე საუზმე
ყავა ნაღებით (35% ცხიმი), ხაჭო და არაჟანი. - სადილი
ქათმის მკერდი, ყვავილოვანი კომბოსტო ნაღების კარაქთან, ბოსტნეულის სალათა არაჟანით - ვახშამი
ქათმის ღვიძლი, შემწვარი ყაბაყი, სალათი პომიდორით, ხახვით, ნიგოზით და არაჟნით. ჩაი ნაღებით.
ასეთი დიეტა მუცლიდან, თეძოებიდან და გვერდებიდან ცხიმს ეფექტურად გააქრობს.