ვერძი
2019 წელს მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის იმედი უნდა გქონდეთ. ეს ნიშანი წარმატებით დაესხმება ცხოვრების გზაზე შემხვედრ თავს უსიამოვნებებს. უბრალოდ გონივრულად დაუფიქრდით ყველა ქმედებას. ვერძები დიდ წარმატებას მიაღწევენ კარიერაში, მაგრამ მხოლოდ პირადი ინტერესები არ უნდა დაიკმაყოფილონ და გარშემო სხვებსაც დაეხმარონ, რათა ღორის გული მოიგონ.
ზაფხულში გარდამტეხი მოვლენა გელით, თუ ღირსეულად მოქცევას ვერ შეძლებთ, ცხოვრებისეული ბალანსი დაირღვევა და წლის დარჩენილ ნაწილს მღელვარებაში გაატარებთ. მაგრამ თუ გონივრულად და მშვიდად იმოქმედებთ, ბედნიერებაში ბანაობას შეძლებთ. ფული, სიყვარული, აღიარება, ახალი ნაცნობები – აი რა მოგიმზადათ 2019-მა წელმა გამხნევების სახით.
კურო
2019-მა წელმა ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადათ. მთელი წელი პროდუქტიული და წარმატებული იქნებით, მაგრამ უსიმოვნებები მაინც შეიძლება მოხდეს. დასახული მიზნების მისაღწევად, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, კუროებს ამბიციების გაკონტროლება მოუწევთ. დაკავდით თვითგანვითარებით და დიდი დრო გაატარეთ საკუთარ თავთან მარტო.
ყველაზე საშიში პერიოდი ზამთარი იქნება. პაველ გლობა გირჩევთ სარისკო საქმიან პროექტებს ხელი არ მოკიდოთ. გაზაფხულის დასაწყისში კი თამამად მოდუნდით და ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღეთ. მთავარია ბედის ნიშნებზე ყურადღება გაამახვილოთ.
ტყუპები
ტყუპებისთვის ეს წელი უკანასკნელი წლების მანძილზე ყველაზე სასიამოვნო და მშვიდი იქნება. საბოლოოდ გექნებათ დრო დაკავდეთ საკუთარი თავით, დაისვენოთ და ახალი მიზნები დაისახოთ. თამამად გააგრძელეთ კარიერულ გზაზე სვლა. კეთილი დამოკიდებულება გამოიჩინეთ თანამშრომლების მიმართ, სწორედ ისინი დაგეხმარებიან მიაღწიოთ ახალ სიმაღლეებს.
2019 წელს ტყუპებისთვის ყველაფერი კარგად იქნება პირადი ურთიერთობის გარდა. ამ შემთხვევაში საფრთხე გელით. ტყუპებს დიდი სასიყვარულო გამარჯვებები და ვნებიანი რომანები არ ელოდება. მეტი დრო დაუთმეთ მეორე ნახევარს, რადგანაც მას ხასიათის მუდმივი ცვლილებები ექნება. მარტოხელა ტყუპები კი საკუთარი თავით უნდა დაკავდნენ და არა სიყვარულის ძიებით.
კირჩხიბი
2019 წელს კირჩხიბის შინაგანი ძალა ფართოდ გამოვლინდება. მათ ელოდებათ სიტუაცია, რომლის გადაწყვეტისასაც შინაგან ენერგიაზე უნდა კონცენტრირდნენ. მაგრამ, არაფერი ცუდი არ მოხდება, პირიქით, საკუთარ ძალას იგრძნობთ.
გახსოვდეთ, ახლობლები – საუკეთესო მხარდამჭერები არიან, არ შეგეშინდეთ სთხოვოთ დახმარება.სასამოვნო წელი იქნება პირადი ურთიერთობების მხრივ. დაოჯახებულ კირჩხიბებს ვნების ახალი ტალღა გადაუვლით, რამაც შეიძლება ოჯახში მატება გამოიწვიოს, ხოლო მარტოხელები სიყვარულს იპოვნიან. ასევე, არ გექნებათ პრობლემა ფინანსურ საკითხებში. მოკლედ, დატკბით ცხოვრებით.
ლომი
2019 წელს ბევრი ახალი იდეა, ნაცნობობა, ფინანსური პროექტი და მიღწევები გელით. მთავარია თავი არ დაკარგოთ და ყოველთვის იაზროვნოთ. ასტროლოგი გირჩევთ გარშემომყოფებს ნაკლებად მოუყვეთ თქვენი გეგმების შესახებ, დაე, ფაქტებით გაიგონ.
კარიერულ პლანზე ყველაფერი საუცხოოდ დაგილაგდებათ.არ დაგავიწყდეთ პირადი ცხოვრება, სწორედ მეორე ნახევარი მოგცემთ შთაგონებას და მიმართულებას. ერთადერთი, რაც ხელს შეგიშლით, ჯანმრთელობაა, ამიტომაც ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომაზე ხარისხიანი დასვენება აუცილებლად მოიწყვეთ. ეს დაგეხმარებათ გაექცეთ ჯანრმთელობის პრობლემებს.
ქალწული
იმისთვის, რომ 2019-მა წელმა კარგად ჩაიაროს, აუცილებლად იპოვნეთ ახალი გატაცემა, რომელიც შთაგაგონებთ. არ შეგეშინდეთ სიახლის, სწორედ ჰობი შეიძლება იქცეს ახალ საქმიანობად. პირად ცხოვრებაში როგორც იქნა, ჰარმონიას მიაღწევთ.
დაოჯახებულ ქალწულებს ნაკლები კონფლიქტები ექნებათ, მარტოხელებს კი საინტერესო რომანი ელით.ქალწულებისთვის ყველაზე არასასიამოვნო თვე მაისი იქნება. ამ დროს სერიოზული საყიდლები არ დაგეგმოთ, რათა ფინანსურ პრობლემებს არ შეეჩეხოთ. ასევე გადადეთ ყველა მნიშნელოვანი გადაწყვეტილება და საქმე.
სასწორი
სასწორებისთვის პირველი ნახევარი წელი ოდნავ დეპრესიული იქნება, მაგრამ ზაფხულისთვის ოპტიმისტური განწყობა და ახალი შესაძლებლობები ისევ დაბრუნდება. გექნებათ როგორც უსიამოვნო, ასევე ბედნიერი დღეები. უსიამოვნებებთან ბრძოლაში ინტუიცია დაგეხმარებათ.
ყველაზე შეუპოვარ სასწორებს მოულოდნელი საჩუქარიც გაახარებთ, რომელიც საერთოდ არ ფასდება ფულით.. 2019 წელს ყველაზე საშიში ახლო ადამიანებთან ურთიერთობა იქნება. არ ღირს სხვისი გრძნობებით მანიპულაცია მოახდინოთ, რათა კონფლიქტი არ შეიქმნას და ურთიერთობა საერთოდ არ გაგიფუჭდეთ.
მორიელი
წარმატება თქვენს მხარეს იქნება! გართობა, კარიერა, პირადი ურთიერთობები – ყველაფერი გამოსწორდება. ამ ნიშნის წარმომადგენლები ერთდროულად რამდენიმე საქმით ადვილად დაკავდებიან და თავს ცხოვრების მეფეებად იგრძნობენ. ფრთხილად იყავით! ეგოზმმა შესაძლოა ბედი შემოგიტრიალოთ.
უარი არ თქვათ ნათესავების დახმარებაზე, რომლებიც სწორედ თქვენ მოგმართავენ. უბრალოდ დაეხმარეთ ფულით ან საქმით, არ წაუკითხოთ მორალი თუ როგორ წარუმატებლები არიან.
მშვილდოსანი
ყვითელი ღორი წინა წლის მიღწევებს დაგიფასებთ. სასიამოვნო ბონუსებს მიიღებთ, რადგანაც იშრომეთ. მშვილდოსნები ფინანსურ მდგომარეობას აიმაღლებენ და დროს საყვარელ მოგზაურობასაც გამოუყოფენ. ზარმაცებს კი ბედი არ დაასაჩუქრებთ.
გაზაფხულზე ოჯახში კონფლიქტური სიტუაციების რისკი გაიზრდება – შესაძლოა წყვილის ურთიერთობაში ადგილი ემოციურ აფეთქებას და ერთმანეთის დადანაშაულებას ჰქონდეს. ამიტომაც კარგად დაუფიქრდით ყველა სიტყვას და ქმედებას.
თხისრქა
თხირქებმა თავიანთ ქმედებებზე და ზოგადად ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება უნდა დაიწყონ. მოკიდეთ ხელი დიდ და რთულ საქმეებს, სწორედ ისინი გადაგიყვანენ ახალ საფეხურზე.
2019 წლის ყველაზე პრობლემური სფერო ფინანსები იქნება. თხისრქებს მოუწევთ ყველაფერი გათვალონ. ასტროლოგი მიგითითებთ, ვალი არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ, მხოლოდ საკუთარ შემოსავლებს დაეყრდენით. შეამცირეთ გასავალი გართობასა და ძვირადღირებულ საჩუქრებზე.
მერწყული
მერწყულებისთვის, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის ცხოვრების ყველა სფერო არაჩვეულებრივი იქნება. პლანეტა ურანი დაგეხმარებათ კარიერულ მიღწევებში და არც სასიყვარულო ურთიერთობას დაგირღვევთ. მთავარია 2019 წელს პრიორიტეტები სწორად აარჩიოთ და საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიას მიაღწიოთ.
ცოტაოდენი შეფერხება მხოლოდ წლის დასაწყისში შეიმჩნევა. არ დააჩქაროთ მოვლენათა ბუნებრივი სვლა. გამოიყენეთ ეს პერიოდი იმისთვის, რომ დაიცვენოთ და მომავლისთვის ძალები მოიკრიბოთ. არ ღირს გრძელვადიან მოგზაურობაში გაემგზავროთ.
თევზები
2019 წელს თევზებს გარდატეხა ელით. შესაძლოა შეიცვალონ სასამხური, თანამდებობა ან ქვეყანაც კი, სადაც კარიერული მიზნების რეალიზებას მოახდენენ. ასევე, ეს კარგი წელია საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. თევზების ცხოვრება მშვიდი და უკონფლიქტო იქნება.
მას შემდეგ, რაც პროფესიულ საქმიანობას დაალაგებთ, ოჯახით დაკავდით. მარტოხელა თევზებისთვის 2019 წელი ყველაზე წარმატებული წელია. სწორედ ახლა გექნებათ ოჯახის შექმნისთვის დრო და შთაგონება.