მთავარი ჯანმრთელობა 20 000-ზე მეტმა ადამიანმა დაიკლო დოქტორი ატკინსის დიეტით. 7 კილო 14 დღეში პრობლემა არაა.

20 000-ზე მეტმა ადამიანმა დაიკლო დოქტორი ატკინსის დიეტით. 7 კილო 14 დღეში პრობლემა არაა.

by Keti

ჭარბი წონა პრობლემა არ არის, თუ მას იოლად უმკლავდებით ხოლმე. პრობლემაა შესაბამისი გასახდომი მეთოდების სწორი შერჩევა. თუ გახდომის მრავალი მეთოდი ეჭვებს იწვევს, ჩვენ შემოგთავაზებთ საშუალებას, რომელიც საუკეთესო დიეტების ათიანში არტყამს ჟურნალ ,,ფორბსის” აზრით.

მეოცე საუკუნის ბოლოს ატკინსის დიეტამ დიდი ფურორი მოახდინა. მისი დახმარებით ოცი მილიონი ადამიანი დაემშვიდობა ზედმეტ კილოგრამებს. ეს ძირითადად ცილოვან დიეტებს მოიცავს.

ატკინსის მენიუ თითქმის არ შეიცავს ნახშირწყლებს. ამ დროს რაციონში ჩართულია მხოლოდ რთული ნახშირწყლები.

კვების ასეთი კურსი შეგიძლიათ ორნაირი გზით წაიყვანოთ: პირველი მდგომარეობს იმაში, რომ დაიკლოთ შვიდი კილო ორ კვირაში და შემდეგ კურსი ნახევარ წელში ერთხელ გაიმეოროთ. მეორე კი ორიენტირებულია ხანგრძლივ პერიოდზე. ის შეგიძლიათ მთელი ცხოვრება დაიცვათ. დაიწყეთ პირველიდან და დააკვირდით შედეგებს.

ორკვირიანი დიეტის დაცვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ პურ-ფუნთუშეული, ტკბილეული, შაქარი და სახამებლისშემცველი ბოსტნეული არ გამოიყენოთ.

ატკინსის მენიუ

საუზმე

დაიწყეთ დილა ერთი ჭიქა წყლით, კვებამდე ნახევარი საათით ადრე. წყალი არ უნდა იყოს ცივი და გაზირებული. შემდეგ მიირთვით:

  • იოგურტი
  • ხაჭო

თუ ეს არ გეყოფათ, იოგურტს ან ხაჭოს დაამატეთ

  • ქლიავი
  • მსხალი
  • ფორთოხლის ნაჭრები

სადილი

მსუბუქი საუზმიდან ორი საათის შემდეგ, შეგიძლიათ სადილს შეუდგეთ. აქაც საჭიროა ერთი ჭიქა წყალი ჭამამდე.

  • ორთქლზე მომზადებული თევზი ბრინჯით და ორი კიტრით.
  • თევზის სუფი, ორი ნაჭერი მსხვილად დაფქული ხორბლის პურითა და ორი პომიდორით. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ცოტა ჩირი ან მანდარინი დესერტის სახით.
  • ღუმელში გამომცხვარი ხბოს ხორცი (100 გრამი) შავ ბრინჯთან ერთად. ასევე ორი ფურცელი მწვანე სალათა.

როგორც ხედავთ, სადილი უფრო მრავალფეროვანია და შეიცავს ნახშირწყლებსაც.

ვახშამი

ყველაზე მთავარია, არ მიირთვათ ძილამდე სამი საათით ადრე. თუ წვებით ცხრა საათზე, მაშინ ბოლო კვება მიიღეთ ექვსზე. დალიეთ ჭიქა წყალი და შეუდექით ვახშმის ერთ-ერთ ვარიანტს:

  • ზღვის სალათა: ორი სუფრის კოვზი სიმინდი, მოხარშული კვერცხი, ერთი მუჭა მოხარშული კალმარები, ერთი მუჭა კრევეტები. მოასხით ზეითუნის ზეთი ლიმონითა და ნივრით; მოხარშული ველური ბრინჯი.
  • 250 გრამი ღუმელში გამომცხვარი ქათმის მკერდი, გრეიფუტი.
  • 100 გრამი გამომცხვარი ხბოს ხორცი, მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტოთი და ბროკოლით, რომელსაც მოსხმული ექნება ათქვეფილი კვერცხი.
  • გამომცხვარი თევზი სალათით, რომელიც შედგება პომიდვრის, ტკბილი წიწაკის, კიტრის, მწვანე სალათის, კვერცხისა და ერთი მუჭა კაკლისგან. ერთი ნაჭერი ჭვავის პური და ცოტა ანანასი.

ამ დიეტის დიდი პლუსი ისაა, რომ მშიერი არ დარჩებით, ეფექტი კი შესანიშნავი იქნება.

თუმცა, როგორც კი მიიღებთ პირველ შედეგებს, შეგიძლიათ რაციონში ჩართოთ რთული ნახშირწყლები. ამისთვის საუკეთესოა: მწვანე სალათა, ნიახური, ბროკოლი, კიტრი, ტკბილი წიწაკა, მწვანე ლობიო, სატაცური და კენკრა.

ცილების დიეტა მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე, თუმცა შემდეგ რაციონი უნდა გახადოთ ბალანსირებული და ჩართოთ მასში სწორი ნახშირწყლები. ეს კურსი დაიცავით იმდენ ხანს, რამდენიც ხელსაყრელი იქნება თქვენთვის. შეგიძლიათ წელიწადში რამდენჯერმე ნახშირწყლოვანი განტვირთვაც მოიწყოთ.

უკუჩვენებები შემდეგია: გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადების მქონე ადამიანებისთვის ატკინსის დიეტა აკრძალულია. ასეთი მენიუ ასქელებს სისხლს და დამატებით დატვირთვას ახდენს თირკმელებზე. ამიტომ დიეტისას რაც შეიძლება მეტი მწვანე ჩაი მიიღეთ, რომელსაც ორგანიზმიდან მარილები გამოაქვს.

ატკინსმა დაამტკიცა, რომ დიეტა შეიძლება იყოს სასიამოვნოც. თუ გნებავთ, შემოუერთდით ამ რჩევებს თქვენ და თქვენი მეგობრები!