მთავარი რჩევები გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას: აფთიაქში ამ იაფფასიან საშუალებებს ვყიდულობ. ძვირიანი კოსმეტიკა დამავიწყა.

გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას: აფთიაქში ამ იაფფასიან საშუალებებს ვყიდულობ. ძვირიანი კოსმეტიკა დამავიწყა.

by Keti

მშვენიერი სქესის ნებისმიერ წარმომადგენელს, განურჩევლად ასაკისა, სურს შესანიშნავად გამოიყურებოდეს. იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელი და მოვლილი, აუცილებელი არაა ბევრი ფული ხარჯოთ, საკმარისია, უახლოეს აფთიაქში შეიხედოთ.

ჩვენ შევადგინეთ ყველაზე მოქმედი და ხელმისაწვდომი საშუალებების სია, შეინახეთ ის:

ბიუჯეტური კოსმეტიკა

1. ლამინარია

ის იაპონიაში პოპულარული პროდუქტია, ის გამოიყენება როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი საკვებთან და იოდის წყარო. ასევე იყენებენ ცელულიტთან ბრძოლის წინააღმდეგ.

კოსმეტიკაში ლამინარია კანის ტონუსს ამაღლებს, ხდის მას მოქნილს, აუმჯობესებს მის ფერს. მთელ ორგანიზმზე გამაჯანსაღებლად მოქმედებს, ავსებს ენერგიით და ზრდის მის დამცველობით ძალებს. მის სახლის პირობებში გამოსაყენებლად საჭიროა საკვები ცელოფნის გამოყენება, ეფექტის გასაძლიერებლად კი კანზე შემოიხვიეთ თბილი ქსოვილი.

,

2. ,,ხილაკ ფორტე”

ის დისბაქტერიოზის სამკურნალო და საპროფილაქტიკე საშუალებაა და ასევე პოპულარულია კოსმეტიკაში. პრეპარატში შემავალი მიკროორგანიზმები აწარმოებენ რძემჟავას, ეს კი ასტიმულირებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას. ღრმად ატენიანებს კანს და აქვს შესამჩნევი მათეთრებელი ეფექტი.

ხილაკ ფორტეთი დამზადებული პილინგი კანს ეხმარება ნაოჭების მოშორებაში, არ იწვევს ალერგიას.

3. ქლორჰექსიდინი

ცნობილი ანტისეპტიკი, რომელიც არამხოლოდ ჭრილობების დასამუშავებლად, არამედ დეზოდორის სახითაც გამოიყენება. უსიამოვნო პრობლების გადასაჭრელად, ბამბის დისკი დაასველეთ ქლორჰექსიდინით და წაისვით სუფთა იღლიაში. არ არის ბაქტერია – არ არის სუნი.

4. სალიცილ-თუთიის პასტა

პასტის აქტიური კომპონენტები (სალიცილის მჟავა და თუთია) საუკეთესოა მუწუკებთან საბრძოლველად. ის აქრობს გამონაყარს, ებრძვის აკნეს, ამცირებს ქავილს და ეფექტურად იცავს კანს მზის გამოსხივებისგან.

მას იყენებენ მაკიაჟის ფუძედაც.

5. ,,აპილაკი”

მალამო, რომელიც ფუტკრის რძეზეა დამზადებული, საუკეთესო ანტიოქსიდანტია. ანთების საწინააღმდეგო და ანტიასაკობრივი საშუალება. წაისვით აპილაკი პირდაპირ კანზე, როგორც ნიღაბი. ჩაამატეთ საშინაო მალამოებს. თუმცა გახსოვდეთ: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ არ უნდა გამოიყენონ ალერგიულებმა და ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებმა.

6. ენტეროსგელი

ეს სააფთიაქო სორბენტი ღრმად ასუფთავებს ფორებს, აქრობს ანთებით მოვლენებს კანზე. ძილის წინ წაისვით მცირე რაოდენობა თვალების ქვეშ, დილით კი დაგავიწყდებათ არასასურველი ,,ტომრები”.

7. მალამო ,,რელიფი”

ამ ჰემაროის საწინააღმდეგო საშუალებას სანდრა ბალოკი იყენებს ნაოჭებისგან გასათავისუფლებლად. გაგეცინათ? ნუ იჩქარებთ. მალამო ეფექტურად ებრძვის ასაკობრივ ცვლილებებს კანზე.

გაითვალსწინეთ: თუ თქვენი კანი მიდრეკილია აკნესკენ, მალამოს ზეთოვან საფუძველს შეუძლია მისი პროვოცირება.

8. ქარვის მჟავა

ფხვნილი ადვილად იხსნება წყალში, სწრაფად შეითვისება და არ აქვს უკუჩვენებები. მას იყენებენ სკრაბის სახით, როგორც ნიღაბს და მალამოს, ასევე დამზოგველი ქარვის პილინგის სახით.

9. გელი ,,კურიოზინი”

იმისათვის, რომ ნაოჭები გაისწოროთ, გაისუფთაოთ და გაიღიავოთ კანი, იყიდეთ იაფი კურიოზინი. ის არამხოლოდ ეფექტურია აკნესთვის, ასევე დადებითი გავლენა აქვს ხანდაზმულ კანზე. თუ დოზას გადააჭარბებთ, შეიძლება კანის სიმშრალე გამოიწვიოთ. ამიტომ პროცედურის შემდეგ კანი დაიტენიანეთ.

სანამ დახარჯავთ ბევრ თანხას კოსმეტიკაზე, სინჯეთ იაფი ღირებულების სააფთიაქო საშუალებები. ისინი გახსებიან თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო. სახლის პირობებში პროფესიული მოვლა გარანტირებულია!

მოგვიყევით რომელ სააფთიაქო საშუალებებს იყენებთ თქვენ!