ვიტამინურ-ცილოვანი დიეტა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტურია.ის ადვილად დასაცავია და 10 დღეში შესაძლებელია 5-7 კგ ს დაკლება.
ბოსტნეულის, ხილისა და ცილების სარგებლობა ორგანიზმისთვის
ხილი და ბოსტნეული ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების საწყობია. ისინი შეიცავს აგრეთვე უჯრედისს, ბევრ წყალს და ფრუქტოზას.
ცილა უზრუნველყოფს ქსოვილების ზრდას და აღდგენას. მისი დეფიციტის შემთხვევაში ვითარდება უჯრედების დისტროფია.
რომელი პროდუქტების გამოყენებაა შესაძლებელი დიეტის დროს და რომლების არა
რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, ყაბაყი, ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი… თავი უნდა შეიკავოთ, მაგალითად, ყურძნის, გარგარის, ხურმის, ბანანის, ლეღვის მიღებისგან. ასევე არ შეიძლება კართოფილი, სიმინდი, ბარდა…
ცილით მდიდარი საკვებიდან დასაშვებია: უცხიმო ხაჭო და ყველი, კვერცხი,თევზი, უცხიმო ხორცი, მოხარშული ძეხვი…
განუსაზღვრელი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ წყალი, ბალახების ნაყენი და მწვანე ჩაი უშაქროდ.
რაციონიდან სრულად უნდა გამორიცხოთ ტკბილეული, ცომეული, ცხიმიანი ხორცი, ბურღულეული, კეტჩუპი, მაიონეზი, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები.
ვიტამინურ-ცილოვანი დიეტის ნიმუში 5 დღისთვის:
დღე 1
- საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი
- მეორე საუზმე: 1 გრეიფრუტი ან 100 გრამი ანანასი
- სადილი 150- 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი
- სამხარი: 2 მსხალი ან 2 ვაშლი
- ვახშამი: 100 გრამი მოხარშული ქათამი
დღე 2
- საუზმე: 50 გრამი უცხიმო ყველი
- მეორე საუზმე: 1 გრეიფრუტი
- სადილი: 150 გრამი მოხარშული ინდაური
- სამხარი: 1 კიტრი და 1 პომიდორი
- ვახშამი: 150 გრამი გამომცხვარი საქონლის ხორცი
დღე 3
- საუზმე: 100 გრამი ხაჭო
- მეორე საუზმე: 1 კივი ან 1 ფორთოხალი
- სადილი: 200 გრამი მოხარშული თევზი
- სამხარი: 1 სტაფილო ან 1 ბულგარული წიწაკა
- ვახშამი: 150 გრამი გამომცხვარი ქათმის ხორცი
დღე 4
- საუზმე: 40 გრამი უმარილო ყველი
- მეორე საუზმე: 1 ფორთოხალი
- სადილი: 200 გრამი გამომცხვარი თევზი
- სამხარი: უმი კომბოსტოსა და ოხრახუშის სალათი
- ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი
დღე 5
- საუზმე: 2 მწყერის კვერცხი და 1 ნაჭერი ყველი
- მეორე საუზმე: 1 ვაშლი ან 1 კივი
- სადილი: 200 გრამი მოხარშული კურდღლის ხორცი
- სამხარი: 1 მოხარშული ჭარხალი
- ვახშამი: 100 გრამი გამომცხვარი თევზი
ამ დიეტის დაცვა რეკომენდირებულია არაუხშირეს 2-3 თვეში ერთხელ. დიეტის შედეგად დაკარგული კილოგრამები უკან რომ არ დაბრუნდეს, პროდუქტები ჩართეთ თანდათან: შვრია, წიწიბურა, ქატო, მაკარონი, ბრინჯი… ტკბილეულიდან შეგიძლიათ დაიწყოთ მწარე შოკოლადით.
ვიტამინურ-ცილოვანი დიეტის დასაცავად კარგი დრო მოდის, როდესაც სასურველია ზედმეტი წონის მოშორება საზაფხულო დასვენების წინ.
ეს ინფორმაცია გამოადგებათ თქვენს მეგობრებსაც. გაუზიარეთ სტატია სოცქსელში.