ზაფხული ახლოვდება და დღის წესრიგში ფიგურის საკითხი დგება. გთავაზობთ ეფექტურ და სასარგებლო ,,ბლანტ” დიეტას. თქვენ გათავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან და გაიწმენდთ ორგანიზმს.
მხოლოდ 7 დღე შედეგის მისაღებად საკმარისია.
მუცლის მიდამოს გასახდომი დიეტა
დიდი მუცლისა და ფეხების შეშუპების მიზეზი ხშირად ლიმფური სისტემის ცუდი მუშაობაა, ასევე სითხის შეკავება ორგანიზმში. ,,ბლანტი” დიეტა ამ პრობლემის მქონე ადამიანებს ძალიან უხდებათ.
კვების სისტემა აიურვედას პრინციპებს ეფუძნება, ის ზედმეტი წონის კლებასა და ორგანიზმის გაწმენდას გვთავაზობს. დღეში შესაძლებელია 1 კილოს დაკლება.
მენიუ 7 დღიანია. დასაშვებია დაიცვათ წელიწადში 1-2ჯერ. პროცესში უნდა გამორიცხოთ ფქვილოვანი, ტკბილეული, მავნე ჩვევები და დილის ყავა.
საკვების მიღება თბილი და ანადუღარი წყლით უნდა იწყებოდეს, რომელშიც ლიმონის ნაჭერი იქნება.
ერთი კვირის მენიუ
პირველი 2 დღის სქემა:
საუზმე: 3 ს.კ. შვრიის ქატო, ბურღულთან ერთად, წყალზე მოხარშული, მწიკვ დარიჩინთან ერთად. 1 ვაშლი.
ხემსი: 200 მლ უცხიმო კეფირი
სადილი: 250 მლ ქათმის ბულიონი კარტოფილითა და სტაფილოთი
ხემსი: 1 ბანანი
ვახშამი: 200 მლ უცხიმო კეფირი და 2 ს.კ. შვრიის ქატო (ჩამბალი).
დარჩენილი 5 დღის რაციონიც უნდა იყოს ერთნაირი და ბალანსირებული
საუზმე: 2 ს.კ. ქატო და 200 მლ უცხიმო კეფირი
ხემსი: 1 გრეიფრუტი
სადილი: 250 მლ ქათმის ბულიონი ბოსტნეულით
ხემსი: 200 გ კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა, ბანანი ან ბროწეული.
ვახშამი: 250 გ წყალზე მოხარშული ბრინჯი
კვების ეს სისტემა დაგეხმარებათ მუცლის ცხიმის მოშორებასა და ლორწოვანი გარსების გაწმენდაში. ბლანდი დიეტა ქსოვილებს ამაგრებს. ის შეშუპებისა და ჭარბი ოფლის გამოყოფისგან გაგათავისუფლებთ.
თუ ფიქრობთ, რომ დიეტა გიხდებათ, მაინც უნდა დააკვირდეთ ორგანიზმს და თუ საჭიროა მიმართოთ ექიმს.
შეინახეთ სტატია და გაუზიარეთ მეგობრებს!