ვარდი უნივერსალური საჩუქარია ყველა დღესასწაულზე. მამაკაცები ბევრ ფულს ხარჯავენ, რათა ყვავილებით ქალბატონები გაახარონ. თუმცა მოჭრილი ყვავილი დიდხანს არ ცოცხლობს. ამ დიდებული ფანდით თქვენ არამხოლოდ ეკონომიას გააკეთებთ, არამედ ძვირფას ადამიანს მარად მოყვავილე ვარდს აჩუქებთ.
თქვენ დაგჭირდებათ
- ვარდი
- კარტოფილი
- საბურღი
- ქოთანი
- მიწა
- პლასტმასის ბოთლი
გავზარდოთ ვარდი სახლში
1. შეარჩიეთ ვარდი, რომლის დარგვაც გსურთ. მოაცალეთ ფოთლები. მოაჭერით კვირტი და ფეხის ნაწილი (3 სმ). განაჭერი გააკეთეთ 45 გრადუსიანი კუთხით.
2. აიღეთ კარტოფილი და ბურღის დახმარებით მასში ისეთი ნაპრალი გააკეთეთ, რომელშიც ვარდის ფეხი თავისუფლად მოთავსდება. ნაპრალი არ უნდა იყოს დიდი, რათა ვარდმა მდგრადობა არ დაკარგოს.
3. აიღეთ ქოთანი, ჩაყარეთ მიწა. ფენის სისქე 5 სმ უნდა იყოს. მოათავსეთ ვარდიანი კარტოფილი მიწაში და შეავსეთ ქოთანი.
4. ბოთლს მოაჭერით ქვედა ნაწილი, ზემოთა კი ჩამოაფარეთ ვარდის ფეხს. ასე შექმნით სათბურის ეფექტს. წყალმა ფეხს რომ არ შეეხოს, სითხე ბოთლის გარშემო ჩაასხით.
5. ახლა ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და თქვენ დიდებული ვარდი გაგეზრდებათ. პირველი წანაზარდები სწრაფად უნდა გამოჩნდეს.
ეს ფანდი შეგიძლიათ ვარდის ყველა სახეობით ჩაატაროთ. გააკვირვეთ ახლობლები ასეთი შესანიშნავი საჩუქრით, ინსტრუქცია კი მეგობრებს გაუზიარეთ!