რაც დრო გადის, უფრო პოპულარული ხდება დიეტები.
დემოლის დიეტა ერთ-ერთი უსაფრთხო და აქტიური ცხოვრების წამახალისებელია. დიეტა ექიმის შემუშავებულია, ამიტომ ყველა თავისებურება გათვალისწინებულია და არ არის მკაცრი.
დიეტა განსაკუთრებით სეზონებს შუა პერიოდშია აქტუალური. რეკომენდებულია, ჩაიტაროთ წელიწადში 4ჯერ: დეკემბრის, მარტის, ივნისისა და სექტემბრის დასაწყისში. 4 დღიანი დაცვა 2-3 კილოს მოგაშორებთ.
დიეტას არ აქვს უკუჩვენება, განსაკუთრებული დაავადებების გარდა.
აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა დემოლის დიეტის დაწყებამდე.
სასარგებლო დიეტა
დაცვის წესები
1. დალიეთ 1,5 ლ სუფთა წყალი.
2. საკვები მიიღეთ მცირე პორციებად, დღეში 4ჯერ.
3. გამორიცხეთ ალკოჰოლი
4. მიირთვით არატკბილი ხილი და ბოსტნეული (კომბოსტო, კიტრი, სალათა, ხახვი, ლობიო, მწვანილი).
ერთდღიანი პროდუქტები დემოლის დიეტისთვის
- 300 გ მოხარშული ხორცი/თევზი/რამდენიმე კვერცხი
- 0,5 ლ რძე ან სხვა რძის პროდუქტი
- 7 ჩ.კ. შაქარი
- 50 გ ხაჭო
- 4 ნაჭერი მსხვილად დაღერღილი პური
- 100 გ მაღალი ხარისხის მაკარონი ან 2 მსხვილი კარტოფილი
- 50 მლ ზეთი
- ბოსტნეული და ხილი შეუზღუდავად
სასურველი შედეგისთვის სიას არაფერი დაამატოთ. თუ ზოგი პროდუქტი არ გიყვართ, ამოშალეთ სიიდან.
გაუზიარეთ დემოლის დიეტა მეგობრებსაც, რათა ორგანიზმის გამოფიტვის გარეშე სასურველ შედეგს მიაღწიონ!