მთავარი ჯანმრთელობა უშაქრო დიეტა

უშაქრო დიეტა

by Keti

გახდომა რთული პროცესია, მაგრამ თან მარტივი ამოცანაა, რომელიც ერთ დასკვნამდე მიდის: ნაკლებს ჭამ, ნაკლებს იწონი! მათთვის, ვინც ვერ ახერხებს საკუთარი ნებით იცხოვროს ასე, არსებობს გახდომის სხვა საშუალებები.

ჩვენ გეტყვით ერთ-ერთ მათგანზე. ეს არის შუალედური კლასიკურ უნახშირწყლო დიეტასა და ფიტნეს მწვრთნელის – ხორხე კრუზის მიერ შემუშავებულ დიეტას შორის. მას ჰქვია ,,100”.

უნახშირწყლო დიეტა

დიეტის არსი ისაა, რომ დღეში არაუმეტეს 100 ე.წ. ,,შაქრის კალორია” მიიღოთ. დიეტოლოგები თვლიან, რომ შაქარი ახდენს ცხიმოვანი ფენის ზრდის პროვოცირებას, განსაკუთრებით, მუცლის მიდამოში.

ხორხე კრუზმა გამოიყვანა გახდომის ფორმულა: პროდუქტში ,,შაქრის კალორიის” რაოდენობის გასაგებად, ნახშირწყლების რაოდენობა 4-ზე უნდა გაამრავლოთ.

მაგალითად, საშუალო ბანანში 25 გ ნახშირწყალია, ქერის ბურღულში 10 გ ნახშირწყალი 100 გ-ზე. თუ 4-ზე გაამრავლებთ, დღეში მიიღეთ 1 ბანანი ან 300 გ ქერის ფაფა და სხვა არანაირი შაქაშემცველი პროდუქტი.

უნახშირწყლო პროდუქტები

ნახშირწყლებს ყველაფერი შეიცავს, განსხვავება რაოდენობაშია, ამიტომ პირობითად ვამბობთ სიტყვა ,,უნახშირწყლოს”. აი, რამდენიმე ინგრედიენტი, რომლებიც უშიშრად შეგიძლიათ მიიღოთ:

  • კვერცხი
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • სოკო
  • ნიახური
  • ყაბაყი

ახლა ყველაზე გემრიელი და სასარგებლო, რაც შეგიძლიათ ამ დროს მიიღოთ.

  • ქათმის ფეხი
  • ლოქო
  • ორაგული
  • ინდაურის ფარში
  • ღორის მჭლე ხორცი
  • კარაქი
  • სალა
  • ხაჭო

ხორხე კრუზმა შეადგინა საერთო კალორიების ცხრილი, როელიც ერთ დღეზეა გათვლილი. ამ დროს დიეტა 100%ით მოქმედებს.

მისი მეთოდით კვების თითოეული ჯერი მაქსიმუმ 400 კალორიაა, თითოეული ხემსი კი 50 კალორია (საკვების 3 ძირითადი მიღება და 3 წახემსება), გამოდის დღეში 1500 კალორია.

შაქრის ნაკლებობის გამო გახდომა სწრაფი ტემპებით მიდის, პირველივე თვეში ვიკლებთ 10 კილოს. ნახეთ ერთი დღის მაგალითი:

ერთდღიანი მენიუ

  1. საუზმე – 200 გ მარილიანი ხაჭო 1 მუჭა ნიგოზთან და ნახევარ ავოკადოსთან.
  2. წახემსება – ნიახური შეუზღუდავად ან ბულგარული წიწაკა.
  3. სადილი – შემწვარი ან გამომცხვარი ქათმის ფეხი ყაბაყთან ან ისპანახისა და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათთან.
  4. წახემსება – 30 გ მშრალი ხორცი პომიდორ ჩერისთან.
  5. ვახშამი – ინდაურის ხორცის კოტლეტი ბროკოლთან ან კვერცხი ყველთან ერთად.
  6. წახემსება – იოგურტი ან კეფირი (1 ჭიქა).

ბურღული არასასურველია ამ რაციონში, მაგალითად, ბრინჯი. ძალიან სასარგებლოა პროდუქტების კალორიულობის ცოდნა. ჩვენ წონაში ვიმატებთ არა ცილებისა და ცხიმებისგან, არამედ სწორედ ნახშირწყლებისგან და, პირველ რიგში, შაქრისგან. აუცილებლად შეინახეთ დაბალკალორიული მენიუ, თუ გსურთ გასინჯოთ ეს რაციონი.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს, რათა მათაც მოსინჯონ აღნიშნული დიეტა!