მთავარი სილამაზე დიეტა “ამერიკული მთები”

დიეტა “ამერიკული მთები”

by Keti

მსოფლიოს გურმანები ემადლიერებიან ამერიკელებს სხვადასხვა ფასტფუდის და ნახევარფაბრიკატის გამო. თავად ამერიკაში კი ძალიან მწვავედ დგას ჭარბი წონის პრობლემა. მის გადასაჭრელად ჩაერია მედიცინაც და ახლა მსოფლიოს წინაშეა ახალი ამერიკული დიეტა.

1992 წლიდან ამ სამკვირიანი დიეტის დაცვის შედეგად მილიონობით ამერიკელი გათავისუფლდა როგორც ზედმეტი კილოგრამებისგან, ასევე მათ მიერ გამოწვეული დაავადებების, მაგალითად, ჰიპერტონიისგან.

ამერიკული დიეტის მენიუ

ორშაბათი

საუზმე: ყავა ( შესაძლოა რძიანიც), მსხვილადდაღერღილი პურის ნაჭერი, მოხარშული კვერცხი, ერთი საშუალო ფორთოხალი.

სადილი: მოხარშული თეთრი თევზის ფილე, ნიახურის სალათი ლიმონის წვენით, უშაქრო ჩაი.

ვახშამი: უცხიმო მოხარშული ხორცი, შავი პურის ნაჭერი, 1 ჭიქა უცხიმო რძე, 1 დიდი ვაშლი.

სამშაბათი

საუზმე: ყავა, თეთრი პურის ნაჭერი, მოხარშული კვერცხი, 2 პატარა ვაშლი

სადილი: 2 მოხარშული კარტოფილი, ხბოს ღვიძლი, ისპანახი ლიმონის წვენით, უშაქრო შავი ჩაი.

ვახშამი: უცხიმო იოგურტი, მოხარშული კვერცხი, პომიდვრის სალათა ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით.

ოთხშაბათი

საუზმე: რძიანი ყავა, მოხარშული კვერცხი, მსხვილადდაღერღილი პურის ნაჭერი, 1 ფორთოხალი.

სადილი: მოხარშული უმარილო ხორცი, მწვანე სალათი ლიმონის წვენით, საშუალო გრეიფრუტი, მწვანე ჩაი.

ვახშამი: 2 ნაჭერი შავი პური, 2 პომიდორი, ორი მოხარშული კვერცხი, უცხიმო იოგურტი.

ხუთშაბათი

საუზმე: რძიანი ყავა, მოხარშული კვერცხი, თეთრი პურის ნაჭერი, დიდი ფორთოხალი.

სადილი: თეთრი კომბოსტოს სალათა ლიმონის წვენით, გრილზე მომზადებული ქათმის მკერდის ნახევარი, მსხვილადდაღერღილი პურის ნაჭერი, მწვანე ჩაი.

ვახშამი: ტოსტის პური, 2 პატარა ბოლოკი. უცხიმო ხაჭო, ჭიქა უცხიმო რძე.

პარასკევი

საუზმე: ურძეო ყავა, მოხარშული კვერცხი, შავი პურის ნაჭერი, 1 დიდი მსხალი.

სადილი: მოხარშული ხორცი, 2 მოხარშული კარტოფილი, გახეხილი სტაფილო ზეითუნის ზეთით, მწვანე ჩაი.

ვახშამი: 2 კვერცხის ერბოკვერცხი, პომიდორი მწვანე ხახვით, დიდი ვაშლი.

შაბათი

საუზმე: ყავა სოიოს რძით, მოხარშული კვერცხი, დაღერღილი პურის ნაჭერი, 2 საშუალო ვაშლი.

სადილი: მწვანე სალათა ლიმონის წვენით, გრილზე მომზადებული თევზის 2 ფილე.

ვახშამი: მოხარშული საქონლის ხორცი, მწვანე სალათა, უცხიმო რძე, დიდი ვაშლი.

კვირა

საუზმე: რძიანი ყავა, მოხარშული კვერცხი, ტოსტის პური, ფორთოხალი.

სადილი: მოხარშული ბრინჯი, მწვანე სალათა, ქათმის ნახევარი მკერდი მოხარშული, ჭიქა უცხიმო რძე, დიდი ვაშლი.

ვახშამი: ქათმის კატლეტი ორთქლზე მომზადებული- 2 ცალი, ჭიქა უცხიმო იოგურტი, შავი პურის ნაჭერი, ფორთოხალი.

როგორც ხედავთ, ეს 21 დღიანი დიეტა სრულად გამორიცხავს ტკბილეულს და ცომეულს, მავნე ცხიმებს. დამტკიცებულია, რომ მისი დაცვით თქვენ 10 კგ-ს დაიკლებთ. თუ ცოტა ფიზიკურ აქტივობასაც (სირბილი, სპორტდარბაზი…) დაამატებთ, მეტ შედეგს მიიღებთ.

გადაწყვიტეთ და დაიწყეთ!