მთავარი სილამაზე დაბალანსებული დიეტა

დაბალანსებული დიეტა

by Keti

ფიქრობენ, რომ სწრაფი გახდომისთვის შიმშილია საჭირო. ასეთი მიდგომით გასტრიტი დაგვემართება ან დაგვერღვევა მეტაბოლიზმი, ეს კი წონის მატებას უფრო ხელს უწყობს.

ჯანმრთელად გახდომისთვის ადექვატური რაციონია საჭირო. დაბალანსებული დიეტის დროს ორგანიზმი საჭირო რაოდენობით იღებს აუცილებელ ნივთიერებებს. ზედმეტი გამოირიცხება, სასარგებლო რჩება, თავს გრძნობთ კარგად და თან წონაში იკლებთ.

5 დღიანი დიეტა

ყოველ დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, დალიეთ ლიმონიანი წყალი.

დღე 1

საუზმე: 200 მლ კეფირი, 1 ჩ.კ. შვრიის ქატო, 2 კვერცხი. 1 საათის შემდეგ უშაქრო ჩაი ან ყავა.

სადილი: 200 გ მწვანე სალათა, ბოსტნეული, 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი, დაღერღილი პურის ნაჭერი.

ვახშამი: 350 გ სტაფილოს სუფ-პიურე, უშაქრო ჩაი.

დღე 2

საუზმე: 100 გ ხაჭო, კამა და ბულგარული წიწაკა, მწვანე ჩაი.

სადილი: 350 გ სტაფილოს სუფ-პიურე და 50 გ ქათმის ფილე.

ვახშამი: 0,5 ავოკადო, მწვანილი, 100 გ დაკონსერვებული სიმინდი ლიმონის წვენით შეზავებული, 2 ნაჭერი შვრიის ქატოს პური

დღე 3

საუზმე: 200 შვრიის ფაფა წყალზე, კურაგა, შავი ქლიავი, ქიშმიში, მწვანე ჩაი.

სადილი: ყაბაყის რაგუ უცხიმოდ, 200 გ ზღვის თევზი (ორთქლზე).

ვახშამი: 0,5 ავოკადო, მწვანილი, 100 გ დაკონსერვებული სიმინდი ლიმონის წვენით შეზავებული, 2 ნაჭერი შვრიის ქატოს პური

დღე 4

საუზმე: 200 მლ კეფირი, 1 ჩ.კ. შვრიის ქატო, 2 კვერცხი. 1 საათის შემდეგ უშაქრო ჩაი ან ყავა.

სადილი: ყაბაყის რაგუ უცხიმოდ, 200 გ ზღვის თევზი (ორთქლზე).

ვახშამი: 250 გ გახეხილი ნიახურის ძირის, სტაფილოს, ვაშლის სალათა, ლიმონის წვენით შეზავებული, 2 ნაჭერი შვრიის ქატოს პური

დღე 5

საუზმე: 100 გ ხაჭო, კამა და ბულგარული წიწაკა, მწვანე ჩაი.

სადილი: 250 გ გახეხილი ნიახურის ძირის, სტაფილოს, ვაშლის სალათა, ლიმონის წვენით შეზავებული, 2 ნაჭერი შვრიის ქატოს პური, ინდაურის კოტლეტი (ორთქლზე).

ვახშამი: 200 გ მწვანე სალათა და ბოსტნეული, 20 გ მაგარი ყველი, 1 ნაჭერი შვრიის ქატოს პური.

დიეტის საფუძველი არის ვიტამინებით სავსე პროდუქტები საკმარისი რაოდენობის ცხიმებით, ცილებითა და უჯრედისით. ნახშირწყლების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

დიეტაში შვრიის ქატოა ჩართული, ამიტომ მისი დაცვისას აუცილებელია, დღეში სულ ცოტა 2 ლ წყლის მიღება, შეკრულობის ასაცილებლად და მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად.

გაუზიარეთ მატივი და ეფექტური დიეტა მეგობრებს!