ყველა გოგონას ოცნება სასურველი ფიგურაა. ზამთრის პერიოდში 2-3 კგ-ის მომატება ტრაგედიაა მათთვის. ურიცხვი დიეტა არსებობს სხვადასხვა შედეგით.
დღეს გთავაზობთ გრეიფრუტის ერთკვირიან დიეტას, რომლის დაცვის შემდეგ 5 ზედმეტ კილოგრამს დაემშვიდობებით.
რა სარგებლობა მოაქვს გრეიფრუტს?
ეს საოცარი ხილი შეიცავს C ვიტამინის დღიურ დოზას. მასში შემავალი პექტინი ასუფთავებს ნაწლავებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, წვავს კალორიებს.
გრეიფრუტის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ის იყოს ვარდისფერი, წითელი შიგთავსით. მიირთვით თეთრ ტიხრებთან ერთად, ისინი უკეთ წვავს ცხიმს.
გრეიფრუტის დიეტის წესები:
- სანელებლებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ წითელი წიწაკა, მთლიანად გამორიცხეთ მარილი.
- ერთ დღეში გამოყენებული პროდუქტების საერთო კალორიულობა არ უნდა აღემატებოდეს 800 კკალორიას.
- საუზმისა და სადილის წინ უნდა მიირთვათ 1 მთელი გრეიფრუტი.
- ბოლო კვება არ უნდა იყოს 7 საათის შემდეგ. დასაშვებია ჭიქა კეფირი.
- არ დაიტვირთოთ ფიზიკურად ძლიერად, რათა არ გადაიღალოთ.
- მიირთვით ყველა სახეობის უცხიმო თევზი და ხორცი. ბოსტნეულიდან – ბროკოლი, ისპანახი, ბულგარული, სიმინდი. ხილიდან – ვაშლი, ფორთოხალი. სასმელებიდან: ნალექიანი ყავა და სუსტი ჩაი
- გამორიცხეთ კარტოფილი, ტკბილეული, ცომი, ბურღული, კიტრი-პომიდორი.
გრეიფრუტის დიეტის მენიუ
დღე 1
საუზმე: 2 გრეიფრუტი, 50 გ უცხიმო ლორი, უშაქრო ჩაი ან ყავა
სადილი: 1 გრეიფრუტი, 250 გ ბოსტნეულის სალათა მწვანილით და ლიმონით. მწვანე ჩაი ან ყავა
ვახშამი: 150 გ მოხარშული ხორცი, 200 გ სალათა, ჩაი თაფლით.
დღე 2
საუზმე: გრეიფრუტი, 2 მოხარშული კვერცხი, ჩაი, ყავა
სადილი: გრეიფრუტი, 100 გ ყველი ან ხაჭო, ჩაი ან ყავა
ვახშამი: 150 გ მოხარშული თევზი, 250 გ მწვანე სალათა, ლიმონის წვენით და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთით, 20 გ შავი პური
დღე 3
საუზმე: გრეიფრუტი, 2 ს.კ. შვრია 2 ს.კ. იოგურტთან, ქიშმიში, ნიგოზი
სადილი: გრეიფრუტი, 250 მლ სუფი, 2 პატარა ორცხობილა
ვახშამი: 200 გ მოხარშული ფილე, 2 პომიდორი, ნახევარი გრეიფრუტი
დღე 4
საუზმე: 200 მლ ტომატი, 1 მოხარშული კვერცხი, მწვანე ჩაი ლიმონით
სადილი: გრეიფრუტი, სალათა ისპანახით, ბროკოლით, ლიმონის წვენით, ზეითუნის ზეთით, 50 გ შავი პური.
ვახშამი: 400 გ მოთუშული ბოსტნეული (ყაბაყიო, ჭარხალი, კომბოსტო), მწვანე ჩაი, 0,5 გრეიფრუტი
დღე 5
საუზმე: 200 გ ხილის სალათა ვაშლით, გრეიფრუტით და ფორთოხლით, ყავა ან მწვანე ჩაი
სადილი: 1 დიდი გამომცხვარი ნიახურის ძირი, 200 გ ახალი სალათა კომბოსტოთი.
ვახშამი: 200 გ უცხიმო ხორცი, 200 მლ ტომატის წვენი, გრეიფრუტი
დიეტის მე6 და მე7 დღეს გაიმეორეთ ნებისმიერი.
ვისთვისაა გრეიფრუტი უკუნაჩვენები
ამ დიეტაზე უარი უნდა თქვან კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების მქონეებმა, ან ვისაც აქვს ჰეპატიტი ან ნეფრიტი. ასევე არ შეიძლება ორსულებისა და მეძუძურებისთვის.
კიდევ ერთი მონუსია გრეიფრუტის პრეპარატებზე მოქმედება.
დიეტის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ოჯახის ექიმთან და ალერგოლოგთან, რათა მის სარგებლიანობაში დარწმუნდეთ.
შეინახეთ სტატია და გაუზიარეთ მეგობრებს!