მთავარი ტესტები ტესტი: თქვენ მიერ შერჩეული კარტი მოგიყვებათ ცხოვრების რა ეტაპზე ხართ

ტესტი: თქვენ მიერ შერჩეული კარტი მოგიყვებათ ცხოვრების რა ეტაპზე ხართ

by Keti

ადამიანი ყოველთვის არჩევანის წინაშე დგას, ზოგჯერ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მთელი მისი ცხოვრება. ფსიქოლოგები ხშირად ასოციაციის მეთოდს იყენებენ. ადამიანი ქვეცნობიერად ირჩევს იმ გამოსახულებას, რომელიც მასთან ახლოა. დღეს გთავაზობთ, გამოიკვლიოთ თქვენი თავი და გაიგოთ ცხოვრების რა ეტაპზე ხართ.

ამგვარად თქვენს წინ 5 კარტია. შეარჩიეთ სასურველი.

პასუხები:

1. ახლა თქვენ სიმშვიდე და თავისუფლება გჭირდებათ.

ყველაფერი ახლახან გადატანილი სტრესის ბრალია, რომელმაც ძალები წაგართვათ. ახლა მხოლოდ დასვენება გსურთ. გადადეთ ყველა საქმე და მოდუნდით, გაემგზავრეთ სადმე, დაისვენეთ, იკითხეთ სამოტივაციო წიგნები. შემდეგ თქვენ მზად იქნებით ახალი ცხოვრებისთვის.

2. მომავალს ოპტიმიზმით უყურებთ

თქვენს წინაშე კონკრეტული მიზნებია, რომელთა განხორციელებაც გსურთ პოზიტიური გზებით. ამ განწყობით წარმატება დიდხანს არ დააყოვნებს. შეგიძლიათ მშვიდად გააგრძელოთ სვლა შერჩეული მიმართულებით.

3. ისწრაფვით ჰარმონიისკენ

ხართ რეალისტი, ადექვატურად იღებთ ცხოვრებისეულ მოვლენებს. გესმით, რომ სამყარო იდეალური არ არის. მეგობრებს იღებთ მათი უარყოფითი მხარეებითაც. არ იცნობთ შურს და გულწრფელად გიხარიათ სხვების წარმატებები. ამიტომაც გელით წარმატება.

4. ხშირად უსმენთ ინტუიციას, ის იშვიათად გღალატობთ

განაგრძეთ იგივე, რადგან თქვენი შინაგანი ხმა უნიკალური საჩუქარია. თუ ის გეუბნებათ, რომ არ უნდა დაიწყოთ რაიმე, დაუჯერეთ და უარი თქვით ახალ საქმეზე. თქვენ გზაჯვარედინზე დგახართ, მაგრამ მალე ყველაფერი გადაწყდება.

5. ახლა ცხოვრების თეთრ ზოლში ხართ, ეს ძალიან გახარებთ

ბოლო დროს თქვენ ბევრი იშრომეთ და ბევრი ძალაც დახარჯეთ. თუმცა ეს მცდელობები უშედეგოდ არ მიდის. მოვიდა დრო, დატკბეთ შედეგებით. მოდუნდით, თქვენი ვარსკვლავური საათი უკვე დადგა!