მთავარი ტესტები 4 გამოცანა, რომელიც თქვენს ინტელექტს შეამოწმებს

4 გამოცანა, რომელიც თქვენს ინტელექტს შეამოწმებს

by Keti

ტვინის გასავარჯიშებლად არ არის საჭირო მულტირიცხვებით მუშაობა. ზოგჯერ ფოტოზე დაკვირვება და ფარული ახსნის მოძებნაც საკმარისია.

გთავაზობთ უჩვეულო ამოცანებს. პასუხები ტესტის ბოლოშია.

ზაფხულის ცხელი დღე

ცხელი დღე იყო, როცა დეტექტივმა სანაპიროზე დასვენება გადაწყვიტა. უცებ მან ქალის ყვირილი გაიგო.

,,რა მოხდა?” ჰკითხა მან ქალს. ,,ნუ ღელავთ და მიამბეთ ყველაფერი დაწვრილებით”.

,,თქვენთვის მარტივია სათქმელად” თქვა გოგონამ ტირილით. ,,ვერც წარმოიდგენთ, როგორი ძვირფასი იყო ის სამაჯური ჩემთვის. ყოველდღე აქ დავდივარ. დღეს კი გარუჯვისას სამაჯური მოვიხსენი, ჩემს წიგნზე დავდე და უცებ ჩამეძინა. როცა გავიღვიძე, სამაჯური აღარ დამხვდა.”

ინსპექტორი დაფიქრდა. ირგვლივ ფეხის ნაკვალები არსად ჩანდა, მოწმეც არავინ იყო. ინსპექტორს ისღა დარჩა, სანაპიროს ხშირ სტუმრებზე მიეტანა ეჭვი. დეტექტივმა ხალხი წინ დაიყენა, შეხედა და მაშინვე მიხვდა, ვინ წაიღებდა სამაჯურს.

თქვენი აზრით, ვინ იქნებოდა ეს?

მდინარეზე

ცხელი დღე იყო და ინსპექტორი მუშაობდა. ის ასისტენტთან ერთად კრიმინალს ეძებდა. ნაბიჯების კვალდაკვალ ისინი მდინარის პირას აღმოჩნდნენ.

ინსპექტორმა მდინარესთან მდგომ ბიჭებს ჰკითხა: ,,თქვენი ასაკის ბიჭს ვეძებთ, სადღაც ახლო უნდა იყოს. ხომ არ დაგინახავთ?”

,,რამდენიმე წუთის წინ ჩაგვირბინა და მდინარეში გადახტა. შეიძლება მდინარის მეორე მხარეს იყოს, სწრაფად იმოქმედეთ და დაეწევით.”

ერთმა ბიჭმა ინსპექტორს ნავიც კი შესთავაზა.

,,გაუშვი, გაიქცეს” – თქვა ინსპექტორმა. ,,ახლა მინდა თქვენ გაგეცნოთ კარგად.”

რატომ გადაწყვიტა ინსპექტორმა ბიჭებისთვის მიექცია ყურადღება და არა ეჭვმიტანილს გაჰკიდებოდა?

შობის საიდუმლო

დეტექტივი შობის დღესასწაულზე მუშაობდა. მან 25 დეკემბერს გამოძახება მიიღო. მან ზარი დარეკა და 1 წუთის შემდეგ მძინარე სახლის პატრონმა კარი გაუღო. დეტექტივმა უთხრა: ,,თქვენმა მეზობელმა თქვა, რომ გუშინ, შობაზე, წვეულება გქონდათ და გესტუმრათ. და, ამტკიცებს, რომ სანამ ის თქვენი ფერადად აჭრელებული ნაძვის ხის გვერდით მღეროდა, თქვენ მის სახლში შეიჭერით და ძვირფასეულობა მოჰპარეთ.”

სახლის პატრონმა უპასუხა: ,,არ არის ეს სიმართლე. ჩვენი ოჯახი შობას მეგობრის ოჯახში აღნიშნავდა. ჩვენ ნაძვის ხის მორთვაც კი ვერ მოვასწარით”.

დეტექტივმა თქვა: ,,არ იდარდოთ. ისედაც ცხადია, რომ თქვენი მეზობელი იტყუება.”

კითხვა. როგორ მიხვდა დეტექტივი ასე სწრაფად?

საცხოვრებელი კომპლექსი ნიუ იორკში

ნიუ იორკის საცხოვრებელ კომპლექსში 100 დაქორწინებული წყვილია. როცა ერთი ქმარი ერთ ცოლს ღალატობს სხვა ქალთან, ცოლი ამას ვერ ხვდება. თუმცა სხვა ყველამ იცის ეს ამბავი. თუ ცოლი ქმრის ღალატს გაიგებს, ის მომდევნო დილით მოკლავს თავის ქმარს. ვიღაცამ ფარული წერილი გაუგზავნა ყველა ცოლს, სადაც ეწერა, რომ შრნობაში სულ მცირე 1 მამაკაცი ღალატობს თავის მეუღლეს

რამდენი მამაკაცი მოკვდება და რამდენ ხანში?

პასუხები

1. ვინ მოიპარა სამაჯური?

ერთადერთი, ვისაც სამაჯურის აღება შეეძლო ქვიშაზე ნაფეხურების დატოვების გარეშე, იყო ანკესიანი მამაკაცი. ის პირველი ეჭვმიტანილია.

2. ვინ არის კრიმინალი?

მდინარე ღრმა და სწრაფი იყო. თუ ვინმე მის გადაკვეთას დააპირებდა, ეგრევე ჩაიძირებოდა. შანსი არ იყო, რომ კრიმინალი მეორე მხარეს აღმოჩენილიყო. ასე რომ, კრიმინალი ერთ-ერთია ნაპირზე მყოფებისგან.

3. რატომ უწოდა დეტექტივმა მეზობელს მატყუარა?

ნაძვის ხის განათება დენის წყაროშიც არ არის შეერთებული, ასე ის არ იმუშავებდა. დეტექტივი მიხვდა, რომ სახლის მეპატრონე სიმართლეს ამბობდა. მან ისე სწრაფად მორთო ნაძვის ხე, რომ არც კი შეუმოწმებია, სწორად ჩართო თუ არა.

4. რამდენი მამაკაცი მოკვდება და რამდენ ხანში?

ყველა მოღალატე მამაკაცი (n) მოკვდება და ამას დასჭირდება მათ რაოდენობაზე ერთით ნაკლები ღამე (n-1), სანამ ცოლები ამას გაიგებენ. თუ ერთი ქმარი უღალატებს ცოლს და ამას ცოლი ვერ გაიგებს, მიხვდება, რომ ეს მისი ქმარია მოღალატე და მოკლავს მას.