მთავარი ტესტები ტესტი: აირჩიე სასურველი მამაკაცი და ჩვენ გეტყვით როგორი მეორე ნახევარი გსურთ ცხოვრების თანამგზავრად

ტესტი: აირჩიე სასურველი მამაკაცი და ჩვენ გეტყვით როგორი მეორე ნახევარი გსურთ ცხოვრების თანამგზავრად

by Keti

ხშირად გვყავს გამორჩეული სელებრითები, რომლებიც სხვებს გვირჩევნია და მას წარმოსახვით სასიყვარულო პარტნიორად ვაქცევთ. ჩვენი გემოვნება კი ხშირად ჩვენი ხასიათის გაგებაშიც გვეხმარება.

ჩვენ მოვამზადეთ ტესტი, რომელიც თქვენს პიროვნულ თვისებებს აღწერს. უბრალოდ აირჩიეთ კაცი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ და გაიგეთ თქვენი ფსიქოლოგია.

ახლა ნახეთ შესაბამისი პასუხები:

 

ჰიუ ჯეკმანი

თქვენ გსურთ, რომ საყვარელი მამაკაცი იყოს სამართლიანი, დეტალებზე ორიენტირებული და იღებდეს სწორ გადაწყვეტილებებს. ჰიუ ჯეკმანი ამ მხრივ საუკეთესო არჩევანია, რადგან ეს ადამიანი აქტიურად ეხმარება სოციალურად დაუცველებს, შიდსით, აივით დაავადებულ ადამიანებს და ა.შ.

 

ლეონარდო დიკაპრიო

გიყვართ ისეთი კაცები, რომლებიც ხშირად არიან ყურადღების ცენტრში და მუდმივად ზრუნავენ სხვების განწყობაზე. რეალურ ცხოვრებაში ლეონარდო დიკაპრიო სრულიად განსხვავდება ოსკაროსანი ,,ტიტანიკის” პერსონაჟი – ჯეკ დაუსონისგან.

 

ვლადიმირ პუტინი

თქვენ ალბათ დომინანტი და ძალაუფლებისმოყვარული კაცები გიზიდავთ, რომლებიც ხშირად ავტორიტარულები ხდებიან და ყოველთვის იმ გზას ირჩევენ, რაც მათთვისაა მისაღები.

 

ბრედ პიტი

ბრედ პიტი ესტეთიურობის კარგი შეგრძნებითაა დაჯილდოებული. მას არაერთ შესანიშნავ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და ამასთან გატაცებულია არქიტექტურით, კომპიუტერული დიზაინით. თქვენ თუ ის აარჩიეთ, ესე იგი, გიყვართ ხელოვნების მოყვარული და მეოცნებე კაცები.

 

ჯორჯ კლუნი

თუ იმ პრინცზე ოცნებობ, ვინც შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას ახერხებს, ესე იგი, ჯორჯ კლუნი გჭირდებათ. ის სამსახიობო მიზნების გარდა თავდადებული აქტივისტია და ბევრ თანამედროვე იდეებს აღიარებს.

 

ბარაკ ობამა

შენ ოპტიმისტ პარტნიორს ეძებ, რომელიც ენთუზიაზმით სავსეა და მისი სლოგანია: ,,დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია!” ასეთი ბარაკ ობამაა, ის ყველგან ხედავს შესაძლებლობებს და საკუთარი იდეების გაჟღერებისთვის ყოველთვის მზად არის.

 

მარკ ცუკერბერგი

ის ცნობილი მეწარმეა, თუმცა არ უყვარს მედიასთან ხშირად გამოჩენა და იშვიათად იძლევა ინტერვიუებს. თუ მარკი მოგწონთ, ესე იგი ლიდერული თვისებების მქონე მამაკაცები გიზიდავთ, რომლებსაც დიდებული იდეები აქვთ.

 

დენიელ რედკლიფი

შენ ეძებ პარტნიორს, რომელიც თბილი, ენთუზიასტი, ნათელი გონების და პოტენციით სავსეა. ის ყოველთვის დიდი თავდადებითა და მონდომებით ეკიდება მისთვის მნიშვნელოვან საქმეებს. ხომ არ დაიბენით, ჰარი პოტერზე ვსაუბრობთ თუ დენიელ რედკლიფზე? ვფიქრობთ, ორივეს მსგავსი თვისებები აქვს!

გაგაკვირვათ ტესტის შედეგებმა? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!