მთავარი რჩევები 2 ჭიქის შემდეგ ჰაერში დავფრინავ, როგორც ახალგაზრდობაში. მარილები სულ გაქრნენ ორგანიზმიდან.

2 ჭიქის შემდეგ ჰაერში დავფრინავ, როგორც ახალგაზრდობაში. მარილები სულ გაქრნენ ორგანიზმიდან.

by Keti

მარილის ჩალაგება ასაკთან ერთად ყველა ორგანოსა და ძვლებში მიმდინარეობს. ამ პრობლემის მთავარი მიზეზი ცუდი მეტაბოლიზმია, ასევე უმოძრაობა, არასწორი კვება…

მარილების ჩალაგება უმტკივნეულოდ ხდება, ამიტომ ხშირად ამ პრობლემას გვიან აქცევენ ყურადღებას.

ჩვენ გეტყვით, როგორ გამოდევნოთ ორგანიზმიდან მარილები ხალხური საშუალებების დახმარებით, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

ოხრახუში და ლიმონი

ამ პრობლემასთან წარმატებული ბრძოლისთვის გთავაზობთ შარდმდენ საშუალებას თაფლის, ოხრახუშისა და ლიმონის გამოყენებით.

ინგრედიენტები

  • 250 გ ოხრახუშის ფესვი
  • 150 გ ოხრახუშის ფოთოლი
  • 250 გ ლიმონი
  • 300 გ თბილი თაფლი

მომზადება

1. ოხრახუშის ძირი კანიან ლიმონთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპში.

2. ნარევს დაამატეთ დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები და დაასხით თაფლი. აურიეთ.

ეს საშუალება მიიღეთ დღეში 3ჯერ, თითო ჩაის კოვზი. კურსის დაწყებამდე გამოიკვლიეთ თირკმლები კენჭის გამოსარიცხად.

გთავაზობთ კვლავ ერთი ნაყენის რეცეპტს, რომელიც მარილებისგან გაგათავისუფლებთ.

ინგრედიენტები

  • 40 ცალი მწვანე კაკალი
  • 0,5 ლ წყალი

მომზადება

1. გაფცქვენით კაკალი, ჩაყარეთ მისი კანი ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე.

2. ხარშეთ 30 წთ. გააციეთ და შეინახეთ ბნელ ადგილას 24 სთ.

მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3ჯერ. კურსი: 5 კვირა. შეისვენეთ 1 თვე და გაიმეორეთ. დამატებით ყოველდღე მიირთვით 5-10 კაკალი.

ნაყენი აკრძალულია მათთვის, ვისაც იოდის სიჭარბე აქვთ ორგანიზმში. მის შესამოწმებლად სხეულის რომელიმე ნაწილზე იოდის ბადე წაისვით. მისი სიჭარბის შემთხვევაში ბადე მკვეთრად დარჩება 8 საათის შემდეგაც. ასეთ დროს კაკლის ნაყენი არ მიიღოთ.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!