მთავარი საკითხავი მამა გაბრიელის სიბრძნეები, რომლებიც რწმენის განმტკიცებაში დაგეხმარება

მამა გაბრიელის სიბრძნეები, რომლებიც რწმენის განმტკიცებაში დაგეხმარება

by guramus

მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე – არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.

შეიცან შენი უძლურება და უფალი გაგაძლიერებს შენ.

თუ გინდა ბერობა, შენ უკვე ბერი ხარ.

სიყვარული ლომს ქედს მოადრეკინებს.

კარგ ბერს ერთი სეფისკვერი უნდა ეყოს.

როგორც კი შესცოდავ, მაშინვე შეინანე.

გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის.

ღვთის განგების იმედი არასოდეს დაჰკარგო.

გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე

მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი.

სადაც მეტი მადლია, საჩუქარიც მეტი იქნება.

მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება

ჯერ უგუნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდე.

ღმერთი უმაღლესი განგებით სცდის ადამიანებს.

ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია.

დიდი მადლია მტრედებს და ჩიტებს აჭამო საჭმელი.

ცუდია, როცა ენა წინ გისწრებს, ჭკუა კი უკან გრჩება.

ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას.