ყურადღებით დააკვირდით ხეების ელემენტებს: ფოთლებს, ფერებს, ფორმას. თამამად აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.
მოუსმინეთ საკუთარ თავს, გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე:
1. ამ ხის არჩევანი თქვენთვის შემთხვევითი არაა – სიყვარულის ხე იზიდავს მათ, ვინც სამყაროს მიმართ მუდმივი სიყვარულის გრძნობით გამოირჩევა. ამ შემოდგომაზე აუცილებლად მიიღებთ სიყვარულს უკანაც – სამყაროსგან და ადამიანებისგან.
2. ასეთ ხეს ირჩევენ ისინი, ვისაც კონფლიქტები და ჩხუბები არ უყვართ. კომპრომისზე წასვლა სისუსტე არაა. ეს დიპლომატების საქმეა. აუცილებლად უნდა გაიგოთ რა გსურთ თავად რეალურად და დასახული მიზნისკენ გაემართოთ.
3. ასეთ ხეს ძლიერი და მიზანდასახული ადამიანები ირჩევენ. ოცნება თქვენს მოტივირებას მოახდენს. იმოქმედებთ ისე და გააკეთებთ იმას, რასაც გარშემომყოფები თქვენგან არ ელიან. ეცადეთ თქვენს შეუპოვრობას ცოდნა და კომპეტენტურობა დაუმატოთ და მაშინ დიადი მომავალი გელით!
4. ამ ხეს ქარიზმატული ადამიანები ირჩევენ. თუ საკითხი გადაუწყვეტელი იქნება, სწორედ თქვენი გადაწყვეტილება გამოიტანს საბოლოო განაჩენს. ხანდახან ეცადეთ მოდუნდეთ და მარტივ ბედნიერებებზე იფიქროთ, დასვენებასა და სიყვარულზე.
5. ამ ხის არჩევა თქვენნაირი მეოცნებე ადამიანისთვის შემთხვევითი არაა. ოცნებები და წარმოსახვები არამხოლოდ რთავენ თქვენი მარტოობის წუთებს, არამედ თქვენს ინსპირაციის წყაროსაც წარმოადგენენ. კარგი იქნება თუ პრაქტიკული ცხოვრების წესს რეალისტურ ურთიერთობას დაუმატებთ.
6. ის ვინც ეს ხე აირჩია, მგრძნობიარე და ამავდროულად თავისუფლებისმოყვარეა. ეს ორი თვისება ადამიანს განსაკუთრებულს ხდის. ის ეძებს თავგადასავლებს, ახალ პროექტებს და შეხვედრებს. ფრთხილად იყავით, გაექეცით ტყუილს და ღალატს. ეცადეთ დრო უმიზნოდ არ გაატაროთ.