მთავარი კულინარია სიმინდის ფაფის დიეტა წონის დასაკლებად

სიმინდის ფაფის დიეტა წონის დასაკლებად

by Keti

ირგვლივ იმდენი სახის რეკლამაა სუპერ პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც წონაში კლებას უწყობს ხელს, რომ საერთოდ შევწყვიტეთ ყურადღების მიქცევა ჩვენ ირგვლივ არსებული სასარგებლო საკვების მიმართ. მათი არსებობის წყალობით კი, არ არის აუცილებელი, ვეძებოთ რაღაც ახალი საოცარი საშუალებები.

ფაფები – აი, რა დაგეხმარებათ წონის სწრაფ კლებაში. რთული ნახშირწყლები უჯრედისთან ტანდემში დიდი ხნის მანძილზე გადამუშავდება და ამიტომ უკეთ ანაყრებს. ფაფები ასტიმულირებს საჭმლის მონელებას. გვეხმარება შეკრულობისგან გათავისუფლებაში.

დიეტა სიმინდის ფაფაზე – საუკეთესო არჩევანია, თუ გსურთ სწრაფად დაიკლოთ ზედმეტი ხუთი კილო. თქვენ დაიკლებთ წონაში და თან ამავე დროს არ გექნებათ შიმშილის განცდა. ამასთან ორგანიზმი ყველა აუცილებელ ვიტამინსა და მინერალს მიიღებს, რომლითაც მდიდარია სიმინდის ფაფა.

გახდომა სიმინდის ფაფით

სიმინდის ფაფა ერთდროულად ანაყრებს და თან უხეში მცენარეული ბოჭკოების შემცველობის წყალობით, ასუფთავებს ნაწლავებს. ნივთიერებათა ცვლა ლაგდება ისე, რომ თქვენ აგრძელებთ წონაში კლებას დიეტიდან რამდენიმე ხნის განმავლობაშიც. პროდუქტი ასევე ხელს უწყობს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონის დაქვეითებას.

წყალზე მომზადებული ფაფის კალორიულობა ძალიან მცირეა – 81 კკალ 100 გ პროდუქტზე. გლიკემიური ინდექსი საკმაოდ მაღალია – 70. ამიტომ სიმინდის ფაფის მონოდიეტის დაცვა ოთხ დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება. მიირთვით მცირე პორციებით და სვით ბევრი წყალი.

პირველი დღე

400 გ სიმინდის ფაფა, ერთი კიტრი, ერთი პომიდორი, ერთი ვაშლი, ორი ლ წყალი.

მეორე დღე

გაიმეორეთ პირველი დღის მენიუ

მესამე დღე

400 გ სიმინდის ფაფა, 300 გ კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა, რომელიც შეზავებულია ლიმონის წვენითა და ერთი ჩ. კ. ზეითუნის ზეთით, ორი ლ წყალი, სამი პორცია მწვანე უშაქრო ჩაი.

მეოთხე დღე

გაიმეორეთ მესამე დღის მენიუ

როგორ მოვხარშოთ სიმინდის ფაფა

იმისათვის, რომ სიმინდის ფაფამ რეალურად შეუწყოს ხელი წონის კლებას, აუცილებელია მისი სწორად მომზადება. არ დაამატოთ არც რძე, არც შაქარი, არც კარაქი.

ინგრედიენტები:

  • 50 გ წვრილად დაფქული სიმინდის ბურღული
  • 200 მლ წყალი
  • ნახევარი ჩ. კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება:

  1. ბურღული კარგად გარეცხეთ, სანამ გამჭვირვალე წყალს არ მიიღებთ. ჩაასხით ქვაბში წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ მარილი.
  2. მდუღარე წყალში ჩაყარეთ ბურღული, აურიეთ, ხარშეთ სუსტ ცეცხლზე 15-20 წუთი. ხარშვის ბოლოს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი.

გისურვებთ წარმატებებს წონაში კლების საკითხში და კარგ აღნაგობას ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე!

სცადეთ დიეტა? მოგეწონათ? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში, სტატია კი მეგობრებს გაუზიარეთ!