მიგიქცევიათ ოდესმე ყურადღება ძილის პოზაზე? როგორც სჩანს, მას ბევრი რამის თქმა შეუძლია პიროვნებასა და მის ურთიერთობაზე.
ყველა ადამიანს თავისებურად ძინავს. სანამ ზოგიერთი გვერდულად წვება, სხვები მუცელს ან ზურგს ამჯობინებენ. ამჯერად განვიხილავთ როგორ ვგრძნობთ თავს კომფორტულად პარტნიორთან ერთად წოლისას.
ამ დროს უნდა გაუნაწილოთ სხვას გადასაფარებელი და საწოლის ნაწილი, რაც ინდივიდუალურ ძილის პოზას ხანდახან ცვლის.
პარტნიორთან ძილის პოზა ბევრს იტყვის თქვენს ურთიერთობაზე
ფსიქიატრმა სამუელ დანკელმა შეისწავლა სხეულის ენა ღამით და დაწერა წიგნი, სადაც ხნის მის კავშირს პარტნიორების ურთიერთობასთან. წიგნი 40 წლის წინ გამოვიდა, თუმცა დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგანაც დეტალებს მარტივად ხსნის.
1. ერთმანეთის პირისპირ
როგორც წესი, ასე ხშირად თაფლობისთვეში სძინავთ, აჩვენებენ რა ემოციურ ერთგულებას. პარტნიორები გარკვეულ დისტანციას იჭერენ, მაგრამ ისინი მაინც ერთი “სხეულნი” არიან. თვალების გახელის შემდეგ მაშინვე ერთმანეთს დაინახავენ. ეს პოზიცია მათ აახლოვებთ.
2. “კოვზი”
ეს შესაფერისი პოზაა წყვილისთვის, როცა პარტნიორებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. ის აღნიშნავს ახლო ფიზიკურ და ემოციურ კავშირს, რადგანაც ინტიმური შეხებით ხასიათდება. ქმარი უკან წევს და დომინანტურ პოზიციას ავლენს. ძილის დროს შესაძლოა პირიქით იწვნენ, მაგრამ სტატისტიკურად ასე უფრო ხშირად ფიქსირდება.
3. ზურგებით
ეს პოზა ნიშნავს, რომ პარტნიორების ზურგები ან სხეულის სხვა ნაწილები ერთმანეთს ეხება და არ მოძრაობს. ამ შემთხვევაში პარტნიორებს საკმარისი პირადი სივრცე აქვთ, ამავდროულად ერთმანეთის საჭიროებას გამოხატავენ. ხშირად დამახასიათებელია წყვილისთვის, რომლებმაც ურთიერთობაში ერთმანეთი უკვე გამოსცადეს, თავს კარგად გრძნობენ და იციან რომ ერთმანეთისგან არ ეწყინებათ კომფორტული პოზა, რომელიც ჩახუტებას არ მოიცავს.
4. ჩახუტება
ეს პოზა სხეულების ინტიმურ სიახლოვეს აღნიშნავს. როგორც წესი წყვილები ურთიერთობის ადრეულ სტადიაზე ირჩევენ მას, როცა ერთად ძილი ახალი დაწყებული აქვთ. ხანდახან ის დამახასიათებელია დიდი ხნის დაქორწინებული წყვილისთვისაც, რაც ერთმანეთისადმი დიდ სიყვარულს გამოხატავს.
5. ლოყა მკერდზე
ეს პოზა ახლობელია იმ წყვილებისთვის, რომლებსაც ახლო სულიერი და ფიზიკური ურთიერთობა აქვთ. კაცი ზურგზე წევს, ქალი კი მის მკერდს ლოყით ეყრდნობა. ის გაერთიანების, ნდობის და სინაზის სიმბოლოა.
6. “არ შეგაწუხებ”
ცოტა ეგოისტური პოზაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საწოლი პატარაა. ერთ პარტნიორს საწოლის ნახევარზე მეტი უკავია, მეორეს კიდეზე სძინავს. პოზა აგრესიულ დომინანტურობას ამჟღავნებს მის მიმართ, რომელსაც ცოტა ადგილი აქვს.
7. ზურგშექცევით მოშორებით წოლა
პარტნიროები ზურგებით ერთმანეთს არ ეხებიან. ხშირად ხდება მაშინ, როცა წყვილი დაძინებამდე შეკამათდება. მათ არ სურთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ამ გზას ირჩევენ. სრული ფიზიკური ინტიმურობის არარსებობა ურთიერთობაში ფარულ პრობლემაზე მიუთითებს.