სტატიაში გთავაზობთ ხრიკებს, თუ როგორ მოაწონოთ თავი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს:
ვერძი – იმისათვის, რომ ვერძმა შეგიყავროთ, მოგიწევთ აღიაროთ მისი ლიდერობა. ვერძს უყვარს, როდესაც მის ძალებს ადეკვატურად აფასებენ.
კურო – თუ კუროს რამენჯერმე დაპატიჟებთ სასიამოვნო ვახშამზე, ჩათვალეთ, რომ ის უკვე თქვენია
ტყუპები – ტყუპებს იზიდავს ინტელექტული ადამიანები. ამიტომ, შეეცადეთ გამოავლინოთ თქვენი ინტელექტი მასთან ურთიერთობისას
კირჩხიბი – ხშირად უხსენეთ, რომ აღფრთოვანებული ხართ მისი პიროვნებით. უთხარით, რომ ძალიან კარგ წრეში ტრიალებს და ნამდვილად კარგი ადამიანია
ლომი – ხშირად შეაქეთ ლომი და ის თქვენი გახდება. ლომს უყვარს, როდესაც მის სიძლიერეზე საუბრობენ
ქალწული- იყავით მოწესრიგებული, პუნქტუალური და ქალწული აუცილებლად შეგიყვარებთ
სასწორი – სასწორს თუ დაანახებთ, რომ ჰარმონიული და მშვიდი ცხოვრება გიყვართ და არ ხართ ბოხემური, ის ხელიდან არ გაგიშვებთ
მორიელი- ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის თავის შეყვარება რთულია. თუმცა, თუკი მის უძლეველობასა და სულის სიძლიერეს აღიარებთ, აუცილებლად გცემთ პატივს (ვერ დაგპირდებით, რომ შეუყვარდებით).
მშვილდოსანი – მშვილდოსანს არ იყვარს, როდესაც ეწინააღმდეგებიან. მიჰყევით მის გეგმას და ის ტქვენი იქნება.
თხის რქა – თხის რქა შეგიყვარებთ, თუ შეგატყობთ რომ ერგული ადამიანი ხართ
მერწყული- მერწყულის მოჯადოება იუმორითაა შესაძლებელი. თუ თქვენ კარგი იუმორის პატრონი ხართ, მაშინ გზა მერწყულისკენ თქვენთვის ხსნილია
თევზები – თუ კითხვა გიყვართ და ამ თემაზე ხშირად დაელაპარაკებით თევზებს, თქვენი სიყვარული გარდაუვალი გახდება