ამ მოკლე ტესტს ხანდახან ფსიქოლოგები იყენებენ, რათა პაციენტის ემოციური მდგომარეობა გაიგონ,
ის დიდ დროს არ წაგართმევთ და გაგაოცებთ სიზუსტით.
სურათზე ხედავთ ფარდულს სხვადასხვა ნივთებით. ყურადრებით შეხედეთ სურათს. რომელმა ობიექტმა მიიქცია ყველაზე დიდი ყურადღება და დაგაინტერესათ?
1
საქანელა თქვენი ინტიმური ცხოვრების სიმბოლოა. შესაძლოა მიმდინარე პერიოდში პირადი სივრცის ნაკლებობას განიცდით. ასევე, თქვენი არჩევანი შესაძლოა მიუთითებს იმაზე, რომ სექსუალურად შეპყრობილი ხართ, რაც გარკვეულ შინაგან პრობლემებს კვეთს.
2
ეს ყუთები თქვენი პიროვნების ანარეკლია. რითია ისინი სავსე? რა არის მათში დამალული? ისინი გამჭვირვალეა და ყველა ხედავს შიგთავსს?
ეცადეთ ამ კითხვებს გასცეთ პასუხი. თქვენი არჩევანი იმის ნიშანია, რომ რაღაცაზე დაფიქრება გმართებთ. თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ პასუხების მეშვეობით გაიხსნება.
3
ეს ნივთი აირჩიეთ? ესეიგი თავს გაბზარულად გრძნობთ და თავდაჯერება გაკლიათ. შესაძლოა გზაჯვარედინზე იმყოფებით და არ იცით რა გადაწყვიტოთ. ასევე ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენში ორი საწინააღმდეგო მხარე ებრძვის ერთმანეთს და არ იცით რომლის მხარე დაიჭიროთ.
4
ბორბალი თქვენსა და გარეშე სამყაროს შორის არსებული ურთიერთობის სიმბოლოა. თუ ის აირჩიეთ, ნიშნავს, რომ ახლა ჩიხში იმყოფებით. წრეზე მოძრაობთ და ვერაფრით ვერ შეძელით მისგან გასვლა.
5
ჩაქუჩი არჩიეთ? ესეიგი რაღაცისკენ მიილტვით. თუ მიზნის მისაღწევად სიმკაცრის გამოჩენა გჭირდებათ, თავს ნუ შეიკავებთ.
6
თოჯინა იატაკზე? ის სიმბოლოა თქვენი კავშირის საკუთარ ბავშვობასთან. გეშინიათ გახდეთ ზრდასრული და შემდეგ დაბერდეთ.
7
წიგნები ცოდნის და ზოგადად ცხოვრების სიმბოლოა. მაგრამ, თუ მათზე ყურადღება გაამახვილეთ ფარდულში, ესეიგი არსებობს აზრში ეჭვი გეპარებათ და ხალისი დაკარგეთ.
8
ყურადღება მიიქცია სურათმა კედელზე? ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა თქვენი ცხოვრება ჰარმონიაშია. არაფერი გემუქრებათ და ბედნიერი ხართ.
9
გისოსები აირჩიეთ? ეს მარტოსულობის და სამყაროსგან გარიყვის ნიშანია. შესაძლოა ახლა დეპრესიაში ხართ ან სტრესს განიცდით. დაძაბული ხართ და არ იცით რა მოიმოქმედოთ სამომავლოდ. ეცადეთ გაესაუბროთ ვინმეს ამ პრობლემაზე.
10
გატეხილი სკამი აირჩიეთ? ეს ნიშნავს, რომ ახლა მუდმივ სტრესში იმყოფებით. დაიღალეთ და დასვენება გესაჭიროებათ.
11
ყურადღება მიაქციეთ ყუთს ვაშლებით? ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების გააზრების გზაზე ხართ. ის პირად ბედნიერებამდე მიგიყვანთ. ეცადეთ არ გადაუხვიოთ.
12
კიბის საფეხურები რაღაც ახალში გადასვლის სიმბოლოა. სულ მალე საკუთარ მიზნებს მიაღწევთ. მაგრამ, ფრთხილად იყავით: ამ კიბემ შესაძლოა ჩიხში მიგიყვანოთ. შესაძლოა, შეხვდეთ სირთულეებს, მაგრამ მხოლოდ თქვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს ამ გზის შედეგს. თუ ჩამოხვალთ ყველაფერს დაკარგავთ, თუ გაუმკლავდებით მიიღებთ იმას, რაც გსურთ.