ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა სადმე რესტორანში ან სტუმრად ყოფნისას მიირთმევ რაიმე გემრიელ კერძს. გამოიკითხავ, მოიძიებ მის რეცეპტს, შეიძენ შესაბამის ინგრედიენტებს. შემდეგ რეცეპტის მიხედვით მოამზადებ ანალოგიურ კერძს და აღმოჩნდება, რომ ის მხოლოდ ცოტათია მიმსგავსებული შენ მიერ მოწონებულთან. რაშია საქმე? შენ ხომ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი შეიძინე და ინსტრუქციასაც ბეჯითად მიჰყვებოდი? საიდუმლო მდგომარეობს მარტივ ფანდებში, რომელსაც ხშირად მიმართავენ შეფ-მზარეულები და ამ საკითხში გარკვეული ზოგიერთი დიასახლისიც.
ჩვენ გაგიმხელთ რამდენიმე საინტერესო ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ ჩვეულებრივი პროდუქტებისგან შექმნა შედევრები და თან საკმაოდ მარტივი გზებით.
კულინარული რჩევები
1. თუ კერძში იყენებ უმ ხახვს, ის წინასწარ უნდა ჩაალბო ყინულიან წყალში. ამით ის დაკარგავს ზედმეტ სიმწარეს და არც ცუდ გემოს დაგიტოვებს ტრაპეზის შემდეგ.
2. თუ შეიძინე მაგარი ყავა, რომელსაც აქვს ძალიან მწარე გემო. არ ინერვიულო. მოხარშვის წინ მას დაამატე მწიკვი მარილი და დარიჩინი. ეს ხრიკი შენს სასმელს მიანიჭებს გაცილებით უფრო რბილ გემოს და საოცარ არომატს.
3. თუ სალათას ამზადებ ახალი წვნიანი ბოსტნეულით, ის წინასწარ დაამარილე და შემდეგ შეაზავე. ამგვარად გამოგივა ახალი სალათა და არა ბოსტნეულის სუფი.
4. იმისათვის, რომ ხორცს ჰქონდეს აბრეშუმისებური სტრუქტურა და ზომიერად შეიწვას, მის ნაჭრებს მოასხი სიმინდის სახამებლისა და კვერცხის ცილის ნარევი. ეს ფანდი დაგეხმარება მოამზადო წვნიანი და ნაზი ხორცი, რომელიც როგორც იტყვიან ”პირში დნება”.
5. იდეალური ნამცხვრის მოსამზადებლად, თუ არ გაქვს რეცეპტი, შეურიე თანაბარი რაოდენობის ფქვილი და შაქარი. ასევე, კვერცხისა და კარაქის რაოდენობაც თანაბარი უნდა იყოს. საუბარია პროდუქტების არა მოცულობაზე, არამედ წონაზე.
6. ცომს ყოველთვის დაამატე ცოტა მარილი. მხოლოდ ნახევარი ჩაის კოვზიც კი საგრძნობლად გააძლიერებს სხვა ინგრედიენტების გემოს.
7. სოუსებში დაამატე ერთი ჩ. კ. არაქისის კარაქი ან მდოგვი. ეს მათ განსაკუთრებულ არომატს მიანიჭებს.
8. თუ ჩვეულებრივად შემწვარი კვერცხი მოგბეზრდა, ის ჩვეულებრივად გატეხე, ოღონდ ტაფაში ცხიმის ნაცვლად წყალი ჩაასხი და დადგი ცეცხლზე. მიიღებ იდეალურ კვერცხს თხევადი გულით.
9. ღვეზელის ცომს დაამატე ცოტა არაყი. გამოცხობის შემდეგ მიიღებ ხრაშუნა ფენოვან ქერქს. მეტი პიკანტური გემოსთვის შეგიძლია რომის ან კონიაკის გამოყებებაც.
10. თუ გიყვარს ცივი ჩაის მომზადება ხილით, ჩაამატე მასში ერთი მწიკვი სოდა. ის მოახდენს ტანინის ნეიტრალიზებას.
11. იდეალურად შემწვარი ხორცისთვის კიდევ ერთ ფანდს შემოგთავაზებ: უმი ხორცი გაწმინდე სუფთა ხელსახოცით, რათა ის გაშრეს. მოაყარე მარილი და დადე კარგად გახურებულ ტაფაზე. უმჯობესია გამოიყენო თუჯის ტაფა.
12. კატლეტისთვის გამზადებულ ფარშს ჩაამატე ცოტა საფანელი. ასე ის ადვილად შეინარჩუნებს ფორმას და ცოტათი ხრაშუნაც გამოვა.
13. ყოველთვის გააციე ან გაათბე კერძის მისატანი ჭურჭელი ამ კერძის შესაბამისი ტემპერატურის მიხედვით. ამაში შენ დაგეხმარება მაცივარი ან ღუმელი შესაბამისად. ამ მეთოდით ესა თუ ის კერძი უფრო დიდხანს შეინარჩუნებს თავის პირვანდელ ტემპერატურასა და გემოს.
14. თუ სიმინდის ფქვილი ხელთ არ გაქვს, სოუს ჩილის გასასქელებლად გამოგადგება დამტვრეული ჩიფსები. სოუსის მოსამზადებლად ჯერ ფქვილი (ან ჩიფსები) და ლუდი შეურიე ერთმანეთს და შემდეგ დაამატე წიწაკა.
15. ერბოკვერცხში ან ომლეტში ყოველთვის ჩაამატე ცოტა სიმინდის სახამებელი. ასე ისინი უფრო ჰაეროვანი და ნაზი გამოვა. ამასთან, ამ მეთოდით კვერცხი ნაკლებად მიიწვავს ტაფაზე.
აი, ასეთი პატარ-პატარა საიდუმლოებანი დაგეხმარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესო შენი კულინარული შედევრების დონე და ხარისხი.
გაუზიარე ეს სასარგებლო რჩევები შენს მეგობრებსაც!