2020 წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. რას მოგვიტანს ის? ვის ელის წარმატება და ვის უშინაარსო ქაოსი? რა მოუმზადა ბედისწერამ ზოდიაქოს თითეულ ნიშანს?
წარმატება სიყვარულში
მომავალ ვირთხის წელიწადში პრაქტიკულად ყველა ზოდიაქოს ნიშანი შეძლებს შეხვდეს საკუთარ ბედნიერებას. მაგრამ, მეორე ნახევრის პოვნის მეტი შანსი აქვთ ვერძებს, კუროებს, კირჩხიბებს, ქალწულებს, სასწორებს, მშვილდოსნებს და მერწყულებს. თუმცა სტატუსის “დანიშნულია” შეცვალონ “დაქორწინებულიათი” მხოლოდ კირჩხიბებს და მორიელებს შეუძლიათ. სასიყვარულო სფეროში არანაკლებ გამართლებას გამოცდიან თევზები, თხის რქები და ლომები. ტყუპებისთვის რომანტიკულ სარბიელზე წელი ძალიან არაორდინალური იქნება. თავისებური საქანელა, რომელზე კატაობაც დაგვირგვინდება სიყვარულით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკმარისად დაკვირვებულები იქნებიან. მათთვის ეს წელი გარდატეხების და წარსული ურთიერთობებისგან განთავისუფლების წელია, ვიდრე ახლის ძიების.
წარმატება საქმეებში
ვერძი
ვერძებისთვის საქმიანობაში 2020 წელი არაერთგვაროვანი იქნება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თავად გამოვლენ რაიმე ინიციატივით. პარტნიორის და შემსრულებლის როლში მათთვის ყველაფერი ასევე წარმატებით დალაგდება.
კურო
კუროებს ელით დამსახურებული ჯილდოები. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ დაივიწყებენ, რომ წინსვლა საჭიროა მიყოლებით, მუდმივად, მალე ინანებენ მოდუნების გამო.
ტყუპები
ტყუპებს მოლოდინის, ძალების აღდგენის და მომავლის იდეების წელი დაუდგებათ. მათთვის რეკომენდირებულია მეტი მოისმინონ, ვიდრე ისაუბრონ და შემოქმედებას მაქსიმალური დრო დაუთმონ.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის იძულებითი კომპრომისების დროა, საკუთარი საიდუმლოებების გასაჯაროების მუდმივი შიში, ასევე დაუმსახურებელი წყენების ხელმძღვანელობიდან. ეცადეთ ამაზე არ ჩაიციკლოთ და მშვიდად განაგრძოთ დასახული გეგმებისკენ სვლა. მაშინ წარმატება გარანტირებული იქნება.
ლომი
ლომებს, როგორც ამბობენ, სიყვარულში თუ არ უმართლებთ, სამსახურში გაუმართლებთ. წელი ძალიან წარმატებული იქნება საქმიანი კუთხით. თუ ცხენს არ გამართავთ და ტემპს მუდმივად არ განავითარებთ, წლების უკან დაბრუნდებით.
ქალწული
ქალწულებს მშვიდი და წყნარი წელი ელით, გამოჩნდება დრო დასვენებისა და ანალიზისთვის.
სასწორი
სასწორებს ვარსკვლავები ახალ შთაბეჭდილებებსა და განცდებს უქადიან – მალე შეიცვლით სამსახურს, საქმიანობის სფეროს, განაახლებთ წარსულში არსებულ სასარგებლო კონტაქტებს და მიიღებთ დახმარებას მოულოდნელი მხრიდან.
მორიელი
მორიელებისთვის სწავლის და თვითგანვითარების წელი იწყება, ნაკლები მუშაობაა საჭირო, რადგანაც თქვენს ძალისხმევას სათანადოდ არ დააფასებენ.
მშვილდოსანი
რაც შეეხებათ მშვილდოსნებს, მათ საკუთარ თავში ჩაღრმავება ელით, დაგეგმვა და თვითანალიზი. ნუ ეცდებით გაიხსენოთ ძველი იდეები, ეს არაფერი კარგით არ დასრულდება.
თხის რქა
თხის რქებს საქმეში წარმატება ელით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საკმარისად ჯიუტები და საკუთარ თავში დარწმუნებულები იქნებიან.
მერწყული
აი მერწყულებმა კი, იმისთვის, რომ შრომის გამო რაიმე მიიღონ, კარგი გარჯა მოუწევთ. მათ ელით კონფლიქტები სამსახურში, დაბრკოლებები და კარიერულ გზაზე დაბლა დაშვებაც კი, მაგრამ წარუმატებლობების ხანა დიდხანს არ გასტანს – ბოლოს ბედისწერა შემოგიტრიალდებათ და გაგიკვირდებათ, თუ როგორ უყვარხართ მას.
თევზები
თევზებისთვის ფინანსური გარიგებები მიზანშეწონილი არაა. ასევე, კრედიტი და ნებისმიერი სერიოზული გადაწყვეტილებაც. აიღეთ პაუზა და რამდენჯერმე დაფიქრდით, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტთ.
მთლიანობაში, ასტროლოგები თვლიან, რომ 2020 რთული წელი იქნება, მაგრამ სასწორებს, ლომებს და მერყულებს უფრო მეტად გაუმართლებთ, ვიდრე სხვებს.