ზოგადი მიმოხილვა:
ნუ დაიძაბებით თხის რქებო! მაგრამ, ამ წელს ყველა ასტროლოგიური თვალი თქვენკენაა მომართული.
სატურნი, პლუტონი და იუპიტერი თქვენს ნიშანში 2020 წლის დასაწყისიდანვე მოიყრიან თავს. როგორ უნდა გაუმკლავდეთ? ირონიულია, მაგრამ არა ძლიერი ზეწოლითა და ძალისხმევით, არამედ რბილი, ღია და მიმღები ხასიათით. მიხვდებით როგორც.
სატურნი პლუტონს თქვენს ნიშანში 12 იანვარს შეუერთდება, ორი დღის შემდეგ კირჩხიბის მთვარის დაბნელებიდან. რეალობას თვალს გაუსწორებთ: ისეთი ძლიერი და კომპეტენტური როგორიც თქვენ ხართ, მაინც შეიძლება ყველაფრის თავად შესრულება ან მიღწევა ამ პერიოდში უბრალოდ ვერ შეძლოთ. როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება თუ საბოლოოდ დათანხმდებით საკუთარ ლიმიტებს და მისცემთ ვინმეს საშუალებას დაგეხმაროთ?
გულუხვი იუპიტერიც შეუერთდება პლუტონს სამჯერ წლის მანძილზე და მათი მეორე შეხვედრა, 29 ივნისს, მოხდება შუა პერიოდში კირჩხიბში მზის დაბნელებასა (20 ივნისი) და თქვენს ნიშანში მთვარის დაბნელებას (4 ივლისი) შორის. პირადი მეტამორფოზის გაგრძელებით, შეგეძლებათ იპოვნოთ ხსნის გზა სირთულეებიდან და დაიჯეროთ, რომ რაც ხდება, თქვენთვის უმჯობესია.
ამის პარალელურად იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენი სხეული, გონება და სული მხარს დაგიჭერთ და გაგაძლიერებთ. 20 თებერვლის, 27 ივლისის და 12 ოქტომბრის პერიოდში ვარსკვლავები დაგეხმარებიან გამოხატოთ პირადი დისციპლინა და მოუაროთ საკუთარ თავს და სხვებს დიდი მონდომებით და თანაგრძნობით.
იუპიტერში მარსის (4 აგვისტო, 18 ოქტომბერი), პლუტონის (13 აგვისტო, 9 ოქტომბერი, 23 დეკემბერი) და სატურნის (24 აგვისტო, 29 სექტემბერი) ყოფნით სახლში მოვლენები ოდნავ დაიძაბება, წამოიჭრება კონფლიქტები, ზედმეტი პასუხისმგებლობები და გეგმები. ჩაისუნთქეთ ღრმად და გაახსენეთ საკუთარ თავს: ამ ყველაფერში თქვენ ერთად ხართ.
ბოლოს და ბოლოს, თხის რქებო, სატურნი თავის დროს თქვენს ნიშანსა და მერწყულს შორის გაატარებს (თქვენი ღირებულებების სახლში), ეს იქნება დრო რომ ფოკუსირდეთ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია თქვენთვის. დეკემბრის ბოლოს უკვე იწყებთ ახალ მე-20 ციკლს, ამიტომაც, მარჯვენა ფეხით შეაბიჯეთ!
რომანტიკა:
თავს ძალიან კომფორტულად ნუ იგრძნობთ. შესაძლოა იფიქროთ, რომ მიეჩვიეთ ურანს კუროში (რომანტიკის და ურთიერთობების სახლში), მაგრამ ამ წელს მას ისევ აქვს მომზადებული გარკვეული ხრიკები.
როცა საქმე სიყვარულს ეხება, თქვენთვის ადვილია საჭის სწორი მიმართულებით მომართვა. იცით რა მოგწონთ და იღბალი გაცდუნებთ რაღაც განსხვავებულიც მოსინჯოთ. ივნისიდან აგვისტომდე, პლანეტები თქვენს საპირისპირო ნიშანში შეიკრიბებიან, შთაგაგონებენ უნარს გამოძვრეთ კომფორტის ზონიდან და ასიამოვნოთ თქვენს პარტნიორს (და რაღა თქმა უნდა თქვენ თავს). ახალ გამოცდილებაში თავით გადაშვება ძვირფასი განცდაა, მერკური ამას სამჯერ გააკეთებს (5 ივნისს, 30 ივნისს და 22 ივლისს), ნამდვილად ისწავლით ამის მოწონებას.
ბოლოს და ბოლოს, თხის რქებო, მაშინაც კი თუ საყვარელი ადამიანები მოიწონებენ თქვენს ხელმძღვანელობას, მაინც ვერ იქნებით ერთადერთი, ვისაც ყველაფერზე კონტროლი ექნება აღებული. ხანდახან უნდა მისცეთ ნება პარტნიორს წინ გაგიძღვეთ ან შუა გზაში მაინც შეხვდეთ ერთმანეთს. საბედნიეროდ, მერკური ზედმეტ დროს გაატარებს სენსიტიურ კირჩხიბში (28 მაისი – 4 აგვისტო, რეტროგრადირებული 17 ივნისი – 12 ივლისი) და გაგიხსნით გზებს ამაღელვებელი საუბრებისთვის გრძნობებზე, საჭროებებზე და სურვილებზე.
ივლისიდან სექტემბრის პირველ პერიოდამდე მაინც, რთული იქნება თავიდან აიცილოთ ძალაუფლებასთან ჭიდილი. მარსი ვერძში მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის ემოციურ დატვირთვას.
შემდეგ, მზე, მერკური და ვენერა ლომში გადაინაცვლებენ – თქვენს მერვე სახლში სექსის და ინტიმურობის. თუ ყველაფერს აკეთებდით პარტნიორის ბედნიერებისთვის, 2 აგვისტოს, 10 აგვისტოს და 15 სექტემბრის პერიოდში იგრძნობთ, რომ დროა ხელი უკან წაიღოთ.
მაგრამ, გახსოვდეთ: ბედნიერ და ჯანსაღ ურთიერთობაში “შემსრულებელი ხელი” არ არსებობს. მართალია ერთი ადამიანი (თქვენ) ბუნებრივად ირგებს უფრო დომინანტურ როლს, მაგრამ ეს კარგია მხოლოდ მაშინ თუ ორივესთვის მუშაობს. ერთად, შეძლებთ შეთანხმდეთ ბალანსზე, გაცემა-მიღებაზე, გაყოლა-მიძღოლაზე, რაც უნიკალურ დინამიკას შექმნის.
კარიერა:
იყავით წინისკენ მომართული თხის რქებო!
თქვენი მმართველი პლანეტა, სატურნი რამდენიმე თვეს მერწყულში გაატარებს (21 მარტიდან 1 ივლისამდე). ამ წელს მომავლისთვის უდიდეს ინვესტიციებს გაიღებთ. შესაძლოა დააგროვოთ თანხა ძვირადღირებული ნივთისთვის, გააძლიეროთ ფინანსური სტაბილურობა ან გამოიმუშაოთ კაპიტალი პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული გზებით. მსხვერპლი ამად ეღირება.
მე-20 ციკლი ახალი სტარტი იქნება შემოსავლის და ფინანსების გადააზრებისთვის. გაითვალისწინეთ როლები, რომლებსაც სატურნი და იუპიტერი თქვენს ცხოვრებაში თამაშობენ და იფიქრეთ როგორ შეგიძლიათ ამ ორის დაბალანსება.
კიდევ ერთი დუეტი, რომელიც ამ წელს ერთმანეთს შეუხმატკბილდება, ბიზნესი და სიამოვნებაა. 3 აპრილიდან 7 აგვისტოს პერიოდში ტკბილი დრო დადგება. 12 ივნისიდან 24-მდე დაფიქრდებით რამდენად ხართ კმაყოფილი თქვენი სამსახურით. გაძლევთ ის შესაძლებლობებს, მრავალფეროვნებას და შანსებს იმ სოციალური ინტერაქციისთვის, რასაც სთხოვთ? თუ არა, როგორ შეგიძლიათ სამუშაო ცხოვრებაში მეტი რამის შემატება? ეს შეიძლება არ მოითხოვდეს სამსახურის შეცვლას, უბრალოდ პატარა ფანტაზიას.
მოგვიანებით, წლის მეორე ნახევარში მერკური დროს გაყოფს სასწორსა (5-27 სექტემბერი, 27 ოქტომბერი – 10 ნოემბერი) და მორიელს (27 სექტემბერი – 27 ოქტომბერი, 10 ნოემბერი – 1 დეკემბერი) შორის. ეს ნიშნები სათავეში ჩაუდგებიან კარიერის და კავშირების გაცვლა-გამოცვლის სახლებს. საუკეთესო დროა კოლეგებთან ურთიერთობისთვის. ხაფანგში გაებმევით თუ მათ ეჭვით შეხედავთ – როგორც მოწინააღმდეგეებს და არა მოკავშირეებს. ამ ძველებურმა პარადიგმულმა მენტალიტეტმა უნდა დაგტოვოთ!
ბოლოს და ბოლოს თხის რქებო, რაც კარგია ერთისთვის, კარგია ყველასთვის!