სანაპირო ეს განსაკუთრებული ადგილია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ნატურალისტური გადმოსახედიდან, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაწიერიდან.
სანაპირო ადგილია მზის აბაზანებისთვის, სპორტისა და დასვენებისთვის. ასევე ახალი ნაცნობობისთვის, გასართობებისა და წიგნის კითხვისთვის. აქ აბსოლიტურად ბუნებრივია ის, რაც სხვა ადგილას უხერხულობას იწვევს: ნახევრად შიშველი ყოფნა და სხვა ადამიანებთან ახლის წოლა.
წარმოიდგინეთ სანაპირო მთელი თავისი სიმდიდრითა და საშიშროებებით. წარმოიდგინეთ ტალღების ხმა და წყლის სურნელი.
სურათზე ხედავთ 6 ტიპის პლიაჟს. თითოეული მათგანი თქვენს ემოციურ მდგომარეობასა და ხასიათზე რაღაც ახალს გაგიმხელთ.
აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. რომელი იქცევს თქვენს ყურადღებას?
სანაპირო No1
რომანტიკული ადამიანი ხართ. გიყვართ ცხოვრების შევსება უფრო მეტად ემოციებით, ვიდრე მატერიალური საგნებით. თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშეც მშვენივრად იქნებოდით. გიყვართ დროის გატარება ფიქრებსა და მოგონებებში.
სანაპირო No2
ყოველთვის შეგიძლიათ ცხოვრებაში პრაქტიკული მხარის პოვნა. რაღაც თუ ისე ვერ წავიდა, არ ნებდებით. მზად ხართ ყველაფერი გადალახოთ, რაც გზას გიღობავთ. მოგწონთ ეკონომიკური სტაბილურობა, ამისთვის რამდენიმე ადგილასაც მუშაობთ, მეტი რომ გამოიმუშაოთ.
სანაპირო No3
იმპულსური ადამიანი ხართ. არ გიყვართ საჭირო სიტყვების შერჩევა და პირდაპირ საქმეზე გადადიხართ. მაშინაც კი თუ რისკავთ, რომ ვინმეს აწყენინებთ, მოგწონთ იმის თქმა, რასაც ფიქრობთ. გიყვართ დაოცება და დინების საწინააღმდეგოდ სვლა. ბუნებით ლიდერი ხართ, ძლიერი პოზიცია გახასიათებთ რითიც ნებისმიერ ადამიანს იზდავთ.
სანაპირო No4
ელეგანტური და დახვეწილი ადამიანი ხართ, მოგწონთ საკუთარი ცხოვრების და იმ ადამიანების ცხოვრების ორგანიზება, რომლებიც გიყვართ. მოგწონთ მუშაობა, მშვენიერი ოჯახი და კარგი მეგობრები გყავთ. იდეების ნამდვილი ვულკანი ხართ. სოციალური ცხოვრება არ გხიბლავთ, მაგრამ ახლობლებთან ყოფნა გიყვართ. ყურადღებით ხართ წვრილმანებთან.
სანაპირო No5
მთელი სულით და სხეულით გიყვართ ცხოვრება. პრობლემებთან შეჯახებისას ყოველთვის პოულიბთ გზას, გამარჯვებული დარჩეთ. არასდროს დგახართ ერთ ადგილას, ხანდახან ზედმეტად აქტიურიც კი ხართ. კიდევ მინიმუმ ორი ცხოვრება დაგჭირდებათ, რათა ყველაფერი ისე გააკეთოთ, როგორც ჩაიფიქრეთ.
სანაპირო No6
ყველაფერში ეჭვი შეგაქვთ და აუცილებელია მიეჩვიოთ და დაიჯეროთ. შესაძლოა ამას წარსულში მიღებული ტრავმა იწვევს, რომელიც ჯერ არ შეგხორცებიათ. ნოსტალგიური და მელანქოლიური ხართ, თუმცა ისეთი მეგობარი, როგორსაც თავდაც ისურვებდით გყოლოდათ. ისწავლეთ ხანდახან “არას” თქმა. ცოტაოდენი ჯანსაღი ეგოიზმი არავის აწყენს.