ორგანიზმში ვიტამინური ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია მივიღოთ ბოსტნეული და მწვანილი. მაგრამ ამ პროდუქტებს ყოველთვის ვერ ვშოულობთ. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მწვანილის – კამის დარგვის წესებს სახლის პირობებში.
კამა საკმაოდ იოლი მოსავლელია. სასურველია მისი მირთმევა რაც შეიძლება ხშირად. ჩვენ გაჩვენებთ, როგორ უნდა დარგოთ კამა სახლის პირობებში.
როგორ დავრგოთ კამა
კამის ახალი თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს, ამიტომ ის ძალიან ნელა იზრდება. ამის გამო უნდა იცოდეთ კამის თესლის დამუშავება გრუნტში დათესვამდე.
თესლის დამუშავება
1. ბინტისგან გააკეთეთ პატარა ტომარა და მოათავსეთ მასში თესლი.
2. თესლი დაასველეთ ცხელ წყალში და დატოვეთ ასე 3 დღე. წყალი გამოუცვალეთ ყოველ ჯერზე, როცა გაცივდება. დღე-ღამეში დაახლოებით 5ჯერ.
3. ამის შემდეგ თესლი მოათავსეთ ტომრის ზემოთ დადააფარეთ სველი ქსოვილი. ყველაფერი მოათავსეთ თბილ ადგილას 4 დღით.
4. შემდეგ თესლი გააშრეთ დარგვამდე 30 წუთით ადრე.
5. უმჯობესი იქნება, რომ კამა დათესოთ კონებად და არა რიგებად. ის უნდა ჩაყაროთ რამდენიმე სმ სიღრმის გრუნტში, შემდეგ დააყაროთ მიწა და მორწყათ.
6. მცენარე მოათავსეთ კარგად განათებულ ადგილას.
შემოდგომით აყვავებული კამა შეგიძლიათ სხვადასხვა მწნილის მოსამზადებლად გამოიყენოთ. კამა არის არომატული მწვანილი და შესანიშნავი დანამატია სხვადასხვა საკვებისთვის.
მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს და მოუყევით როგორ უნდა გამოზარდონ კამა სახლის პირობებში!