ადამიანებს, რომლებიც ლომის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ, შეგვიძლია ბედნიერები ვუწოდოთ. ისინი ჰარმონიულად ათანხმებენ თავის თავში კრეატიულობასა და მეგობრულობას, ასევე დამოუკიდებელი ცხოვრების უნარებს.
ლომებს შეუძლიათ დასახონ გრძელვადიანი გეგმები და განახორციელონ ისინი ცხოვრებაში. ლომები ის ადამიანები არიან, რომლებიც ზოდიაქოს საუკეთესო ნიშნის წოდებისთვის იბრძვიან.
რა არის მათი მთავარი მახასიათებლები?
ლომის ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება (23 ივლისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით)
1. უყვართ სითბო და მზე
მზე ბედნიერება და მხიარულება – ამ ყველაფერს ლომები მთელი წლის განმავლობაში საჭიროებენ.
2. მეგობრულობა
ლომებს ახასიათებთ თავგანწირული მეგობრობა, ამიტომ მათ შეგიძლიათ თავისუფლად ენდოთ. თუმცა ისინი საკმაოდ მოწყვლადები არიან და ღალატს არასდროს მოითმენენ.
3. ცოტათი გულღრძოები
მათ კარგად ახსოვთ წარსული წყენები და ყოველთვის მწარედ უბრუნებენ პასუხს თავის მტრებს.
4. შეუძლიათ ყურადღებისა და საჩუქრების გაცემა
ისინი ჩუქნიან, გასცემენ ყურადღებას და საპასუხოდ არ ითხოვენ. თუმცა სხვისგან მიღებულსაც აფასებენ.
5. მხიარულება
სპონტანური ხასიათის ლომებს ძალიან უყვართ გართობა ნებისმიერ დროს. მათთან ურთიერთობა ყველა ადამიანითვის სასიამოვნო ხდება.
6. პუნქტუალობა – ეს მათი ძლიერი მხარე არ არის
ამ თვისების გამო მათთან წინასწარ შეთანხმება გარკვეულ დროზე ძალიან რთულია. ამიტომ ლომთან ნებისმიერი შეხვედრა ნამდვილი დღესასწაულია.
7. კარგად გრძნობს თავს მარტო
ლომს არ ეშინია მარტო დარჩენის, დღესასწაულების სახლში გატარება საყვარელ სერიალთან და კატასთან ერთად, სავსებით აკმაყოფილებს მას.
8. შეუძლიათ ზრუნვა
ლომი, როგორც ნამდვილი მეფე, ზრუნავს ყველაზე – ოჯახის წევრებზეც და მეგობრებზეც. თუ რაიმე პრობლემა გაწუხებს, გაუზიარე ის ლომს – აუცილებლად დაგეხმარება.
9. კარგად გამოიყურებიან
ლომის შინაგანი თავდაჯერებულობა მას ეხმარება – ყოველთვის ღირსეულად გამოიყურებოდეს. მასთან მყოფი სხვა ადამიანიც უფრო უკეთ გრძნობს თავს.
10. შეუძლია სიყვარული
საკითხი, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეეფერება ლომს იდეალური პარტნიორის სახით, სრულიად უადგილოა. მათ შეუძლიათ ყოველ ადამიანში საუკეთესოს აღმოჩენა და გამრავლება. თავისი საყვარელი ადამიანისთვის ლომი ყველაფრისთვის მზად არის, რადგან შეუძლია ნამდვილი სიყვარული.
საკმარისია გავიხსენოთ ცნობილი ლომები: მადონა, შვარცნეგერი, ნაპოლეონი, მიკ ჯაგერი, კოკო შანელი, სტენლი კუბრიკი, ნილ ამსტრონგი, უიტნი ჰიუსტონი…
სიამაყე და თავდაჯერებულობა ლომებს უბიძგებს ავანტიურისკენ, რაც ამრავალფეროვნებს მათ ცხოვრებას.
გყავთ ნაცნობი ლომები? აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია!