წინდები ჯერ კიდევ ანტიკურ ცივილიზაციაში იყო პოპულარული, ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში მას დიდი წარმატებით იყენებდნენ. მისი მთავარი მიზანი ფეხის გათბობა და ფეხსაცმლის უფრო კომფორტულად ქცევაა. თუმცა წინდებით ძილსაც ასევე აქვს უპირატესობები მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ჩვენ გეტყვით 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა გეცვათ წინდები ძილის დროს. გაეცანით პუნქტებს:
1. წინდები დაგეხმარებათ სწრაფად დაძინებაში
კვლევებმა აჩვენა, რომ წინდების ჩაცმა ძილის დროს უფრო სწრაფ დაძინებას უწყობს ხელს. წინდები ათბობს ფეხს, ხოლო როცა ფეხი თბილადაა, ის ტვინს სიგნალს უგზავნის, რათა შემცირდეს სხეულის ტემპერატურა, ეს კი თავის მხრივ ორგანიზმს ძილისთვის განაწყობს.
2. წინდა ახდენს რეინოს დაავადების პრეცენციას
რეინოს დაავადება მაშინ იჩენს თავს, როცა სისხლის მიმოქცევა სუსტდება. ეს ხშირად გამოწვეულია სტრესით ან დაბალი ტემპერატურით. დაავადების შეტევები ხშირად იწვევს გაბუჟებას და სპაზმებს. წინდების ტარება ახდენს ამ დაავადების პრევენციას, რადგან არეგულირებს შინაგანი ორგანოების ტემპერატურას და იცავს ფეხს.
3. თბილი წინდა გხდით უფრო ჯანმრთელს
წინდებით ძილი ამცირებს სხეულის ტემპერატურას და ხელს უწყობს სისხლის უკეთეს მიმოქცევას, ამ დროს მეტი შანსი გაქვთ, დაიძინოთ უკეთ და უფრო ღრმად. ხარისხიანი ძილი გხდით უფრო ჯანმრთელს, ბედნიერს და ენერგიულს დღის მანძილზე.
4. ამცირებს ცხელებას
ცხელებას იწვევს ჰორმონალური დისბალანსი, როცა ტემპერატურის გაკონტროლება რთულდება. თბილი წინდების ჩაცმა ღამით ახდენს ცხელების პრევენციას, განსაკუთრებით, მენოპაუზის დროს, რადგან სხეულის ტემპერატურა მცირდება სისხლის უკეთესი ცირკულაციის ხარჯზე.
5. წინდა შვებას ჰგვრის გაუხეშებულ ფეხებს
თუ განიცდით ფეხების სიმშრალეს ან ქუსლებზე გაქვთ ნახეთქები, წინდების ტარება ხელს შეუწყობს ფეხების დატენიანებას. დაწოლის წინ წაისვით სხეულის ზეთი ან დამატენიანებელი ლოსიონი ფეხებზე და ჩაიცვით წინდები. შეგიძლოათ ეს მეთოდი ხელებზეც სცადოთ. დამატენიანებელი საშუალების წასმის შემდეგ კანის წინდებით დაფარვა ხელს უწყობს ტენის ერთ ადგილზე კონცენტრირებას და შველის მშრალ კანს.
თქვენ თუ გძინავთ წინდებით? გიფიქრიათ, რომ ამას კავშირი აქვს ჯანმრთელობასთან? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!