წარმატებული ადამიანის უკან, მისი ჭკვიანი პარტნიორი იმალება – ეს ლეგენდა არ არის. ცხოვრების კარგი თანამგზავრის გარეშე ადამიანს წარმატების მიღწევა გაუჭირდება. ხართ თქვენ ასეთი პარტნიორი? შეგიძლიათ აქციოთ თქვენი მეუღლე დიქტატორად, პრეზიდენტად, გენიოსად ან მილიონერად? გაეცით კითხვებს გულწფელი პასუხი და, საჭიროების შემთხვევაში, ბოლოს იმასაც გაიგებთ, თუ რისი შეცვლა შეგიძლიათ თქვენ თავში.
უპასუხეთ ტესტს ხო ან არა
- თქვენ ისეთ ოჯახში გაიზარდეთ, სადაც ყველა წარმატებული იყო?
- ადრე გიწევდათ წარმატებულ კაცთან/ქალთან შეხვედრა ან ცხოვრება?
- თქვენი მეგობრების უმეტესობა წარმატებულია? ან მათ აქვთ წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობა?
- თქვენით მიაღწიეთ ცხოვრებაში ყველაფერს? მზად ხართ ეს შესწიროთ მეუღლის წარმატებას?
- ზუსტად იცით, როგორ მიაღწევს წარმატებას კაცი?
- ითხოვთ მისგან წარმატებას, ფულს, კარიერას, მსხვერპლს?
- ერკვევით იმ სფეროში კარგად, რაშიც მეუღლე მოღვაწეობს?
- სექსის შემდეგ ენერგია უფრო გემატებათ, ვიდრე გაკლდებათ?
- თქვენ ცხოვრების გარდა ბევრს საუბრობთ აბსტრაქტულ თემებზე, რაც შეიძლება სხვებს მოსაწყენად ეჩვენოთ?
- მეუღლე უსმენს თქვენს აზრებს?
- თქვენს ურთიერთობაში არის ღალატისა და უნდობლობის ადგილი?
- ყველა კამათი წყნარი საუბრით, ღიმილითა და ლოგიკური არგუმენტებით სრულდება?
- გაქვთ უნარი აავსოთ მეუღლე იდეებით?
- ცუდი ურთიერთობა აქვს თქვენს მეორე ნახევატს მამასთან?
- მისი დედა ერევა თქვენს ცხოვრებაში? გაძლევთ ბევრ რჩევას?
- თქვენს მეუღლეს აწუხებს ზედმეტი წონა, ნარკოტიკზე დამოკიდებულება, ალკოჰლიზმი, აპათია, სიზარმაცე?
- Ზემოთ მოცემული პუნქტი სამართლიანია თქვენთვის?
- ფანტაზიებს მოქმედება გირჩევნიათ?
- თქვენი ურთიერთობა სამუდამოა?
- გაქვთ თანხის მცირე დანაზოგი, რომელიც მეუღლეს თავიდან დაეხმარება?
- მზად ხართ იშიმშილოთ, არ იყიდოთ ახალი ნივთები, მარტო იყოთ ცოტა ხნით, რათა მეუღლეს ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალება მისცეთ?
- გყავთ შვილები? თუ გყავთ სამართლიანად ინაწილებთ მათზე პასუხისმგებლობას?
- მზად ხართ გახდეთ მეუღლის მენეჯერი, პროდიუსერი, მდივანი, მასაჟისტი, ფსიქოლოგი და ქოუჩი?
- მეუღლეს ხომ არ რცხვენია თქვენთან, როგორც საყვარელ ადამიანთან, ტრაბახის?
- ჰყავს მას სხვა ადამიანისგან შვილები, რომლებზეც არ ზრუნავს?
- იცით სექსის დროს სხვადასხვა მანიპულაციები, სინაზე, თვითშეფასების ამაღლება?
- დარწმუნებული ხართ, რომ მეუღლეს საკმარისი ნიჭი აქვს ბიზნესის, კარიერის, წარმატების შესაქმნელად?
- თქვენს თავს დღეში 3 საათზე ნაკლებს უთმობთ?
- გაგივლიათ IQ ტესტი და გიჩვენებიათ კარგი შედეგი?
- ასწრებთ თვეში 5მდე წიგნის წაკითხვას?
ვითვლით ,,დიახ” პასუხებს
1-5 – ვინ თქვა, რომ მეუღლე ვალდებულია უზრუნველგყოთ. ეს ტყუილია. ყველა წარმატებული არ იბადება, ასე რომ, სჯობს მეტად მოუსმინოთ თქვენს მეუღლეს და გაითვალისწინოთ მისი ინდივიდუალური ინტერესები, ხასიათის თვისებები და სურვილები.
6-10 – თქვენ გსურთ მისი შეცვლა. ნუ იქნებით ემოციურად მოწყვლადი, ესაუბრეთ მას გულწრფელად. უმჯობესია მის მოტივირებაზე და მხარდაჭერაზე იფიქროთ. თუ ის თავის თავში არასასურველ თვისებებს დაინახავს, თავადვე შეეცდება მათ შეცვლას.
11-15 – ხშირად კამათობთ, ასეა? მიზეზი – თქვენ ძლიერი ხართ, მაგრამ ის უფრო ძლიერია. ეს დესტრუქციამდე მიგიყვანთ. ეცადეთ კომპრომისზე წახვიდეთ და უკეთ გამოარკვიოთ თქვენი პრიორიტეტები. არ ღირს ერთმანეთის ენერგოვამპირებად ქცევა, ეს წარმატებას ვერ მოგიტანთ.
16-20 – ყველაფერი კარგად არის, თქვენ გესმით ერთმანეთის. უბრალოდ, დაფიქრდით, მეტისმეტად მცირე მიზნები ხომ არ აარჩიეთ მისთვის? დაარწმუნეთ, რომ მისი გჯერათ, ადამიანი რასაც ხელს მოკიდებს, სურვილისა და მხარდაჭერის შემთხვევაში ყველაფერი გამოუვა!
21-25 – იდეალური ხართ! თქვენ ხართ ძლიერი ადამიანი და სწორედ თქვენი თანადგომით მიაღწევს მეუღლე მაქსიმალურ შედეგს! არ დანებდეთ და მცირე წარუმატებლობებმაც არ შეგაშინოთ, თქვენ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება!
26-30 – დაუჯერებელი შედეგი! თქვენი მომავალი ჯერ გაურკვეველია, რადგან მეტისმეტად დომინირებთ. ეცადეთ მისი თანასწორი იყოთ, რათა მეუღლეს თვითშეფასება თქვენსავით მაღალი ჰქონდეს. გახსოვდეთ, თქვენ მისი მეგობარი, საიმედო პარტნიორი და ცხოვრების თანამგზავრი უნდა იყოთ და არა მისი დირექტორი!